ორშაბათი, ივლისი 21, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გავიხსენოთ 2012 წლამდე პერიოდი - საზოგადოებაში იყო უმძიმესი...

“გავიხსენოთ 2012 წლამდე პერიოდი – საზოგადოებაში იყო უმძიმესი განწყობა, დღეს კი ისმის უბრალოდ განცხადებები, რომლებზეც მტკიცებულებები არ არსებობს” – კახა კალაძე

ერთი კონკრეტული ფაქტიც კი არ არსებობს, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ამ ეტაპზე არსებული შედეგების შესახებ დასმულ შეკითხვას.

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის შემდეგ, არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ცრუ ბრალდებები ისმის.

ჩვენ მოვისმინეთ პროკურატურის განცხადება იმ ცრუ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელთაც 26 ოქტომბრის შემდეგ ვისმენთ, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, მაგრამ რეალობაში, ამის ვერცერთი მაგალითი ვერ მოიყვანა ვერავინ. გაყალბების ერთი კონკრეტული ფაქტიც კი არ არსებობს ბუნებაში და პროკურატურამ ამასთან დაკავშირებით ძალიან ვრცლად ისაუბრა.

ზოგადად, რატომ არ არის თუნდაც საპროტესტო აქციებზე მუხტი? ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა: როდესაც გაქვს სიცრუით გაჯერებული კამპანია და ატყუებ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, პროტესტს ვერ ექნება ვერანაირი მუხტი. შედარებისთვის გავიხსენოთ 2012 წლამდე პერიოდი – საზოგადოებაში იყო უმძიმესი განწყობა, რადგან არ დარჩენილა ოჯახი, ვისაც ის ბინძური, სისხლიანი რეჟიმი არ შეხებოდა და ეს აღქმის დონეზე კი არ იყო, ეს იყო რეალობა, იმიტომ, რომ კონკრეტულ ოჯახებს შეეხნენ; ბიზნესებს შეეხნენ – ართმევდნენ, აუბედურებდნენ; ქუჩაში კლავდნენ და დღევანდელობას რომ შევადაროთ, დღეს ისმის უბრალოდ განცხადებები – არანაირი ფაქტები, მტკიცებულებები არ არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების ვერცერთი ფაქტი ვერც ოპოზიციურმა პარტიებმა და ვერ უცხოელმა დამკვირვებლებმა წარმოადგინეს.

მათი სიცრუის კამპანია, რასაც ვხედავთ ვითომ გაბრაზებული მოქალაქეების სახით, დაფუძნებულია ტყუილზე. ამდენი ხნის განმავლობაში, ვერცერთმა პოლიტიკოსმა, ვერცერთმა ადამიანმა, წარმოიდგინეთ, რამდენი დამკვირვებელი, რამდენი პარტიის წარმომადგენელი ჰყავდათ და ვერავინ ვერ დადო ერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აქვე უპასუხა შეკითხვას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების, საქართველოს საკითხებში თანამომხსენებლების ვიზიტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ქვეყანაში ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება.

მათ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, საქართველოში ჩამოვიდნენ. გაიმართა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და მიეწოდათ ყველანაირი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ასევე, ევროინტეგრაციის პროცესზე, რომელიც გრძელდება. ყველაფერი მიმდინარეობს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აღნიშნულ შენობას აქვს მესამე ხარისხის ავარიულობის კატეგორია მინიჭებული, თუმცა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ გაჩნია....

დედაქალაქის მერმა თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის ჩამონგრევის...

მიხეილ სააკაშვილი: “თბილისი აღვირახსნილ კორუფციაშია ჩაფლული”

საქართველოეს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პოზიცია: "თბილისი აღვირახსნილ კორუფციაშია...

“ხილული სიკვდილი ეკიდა ხალხის თავზე… დანაშაული აშკარაა, მტკიცებულება – წყალგაუმტარი” – ვახო სანაია

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის ჩამონგრევის დროს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ივანიშვილმა და ახლა რომ ოპოზიციაში “დაიპრანჭება” იმ ხალხმა, ჩახალიანი პოლიტპატიმრად შერაცხეს” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სომხეთში მძიმე ბრალდებებით...

“მდინარაძე არის ივანიშვილის “შავი კასის” მთავარი ხელმძღვანელი” – ლევან ხაბეიშვილი

ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძის ბურუსით მოცულ დაჭრასთაბ დაკავშირებით კონკრეტულ...

“სად არის გარანტია, რომ დღესაც ისინი “დიფ სთეითის” კარნახით არ მოქმედებენ” – გიორგი გახარია...

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარტიის პარტიის ვიდეო-პლატფორმაზე საუბრობს...