ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ყველა ის მოსამართლე, რომელიც დღეს იღებს ამ სახელმწიფოს...

“ყველა ის მოსამართლე, რომელიც დღეს იღებს ამ სახელმწიფოს ძირის გამოთხრაში აქტიურ მონაწილეობას, ყველა მათგანთან აუცილებლად მივა სანქციების საკითხი” – ლევან სანიკიძე

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერი, ლევან სანიკიძე განმარტებებს აკეთებს იმ მოსამართლეების აღრიცხვასთან დაკავშირებით, რომლებიც აქციაზე დაკავებულებს ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დანაშაულით პატიმრობას უსჯიან და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში რეპრესიები მიმდინარეობს:

,,მიდის აქტიური მუშაობა და ვაკეთებთ აღრიცხვას ყველა იმ მოსამართლის, რომელიც სხვადასხვა ქალაქში ეწეოდა ეგზეკუციას და ივანიშვილის დავალებით, როგორც ადმინისტრაციული ისე სისხლის სამართლის წესით ამწესებს უამრავ ჩვენს პატრიოტ თანამოქალაქეს აბსოლუტურად უდანაშაულოდ.

ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ იმ სანქცირებული მოსამართლეების გარდა, როგორიც არის ბატონი მურუსიძე და დანარჩენი სამი მოსამართლე, ყველა ის მოსამართლე, რომელიც დღეს იღებს ამ სახელმწიფოს ძირის გამოთხრაში აქტიურ მონაწილეობას, ყველა მათგანთან აუცილებლად მივა სანქციების საკითხი და დასავლელ პარტნიორებთან ამაზე ძალიან აქტიური და ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს.

რა თქმა უნდა, სია იქნება სრულყოფილი ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ იმდენად მსხვილი მასშტაბი მიიღო პოლიტიკურმა რეპრესიებმა, რომ ამას ლოჯისტიკურად სჭირდება მოგვარება, იმ თვალსაზრისით, რომ ყოველდღიურად მიმდინარეობს ეს პროცესები. ინფორმაციის მიმოცვლა როგორც რეპრესირებულის ოჯახის წევრებთან, ისე ადვოკატებთან არის ძალიან მნიშვნელოვანი.

აქედან გამომდინარე ყველა ეს ნაბიჯი ჩვენი მხრიდან იქნება გადადგმული და სწორედ ეს იქნება რამდენიმე დღის განმავლობაში ყველაზე პრიორიტეტული საკითხი ჩვენთვის“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა თბილისის მოსახლეობასთან” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის...

“ეს საშუალო სტატისტიკური ქოცი რატომ გოდებს მეორედ მოსვლაზე, ვერ გავიგე!😊” – ლელა ჯეჯელავა

ირანში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში დაფიქსირებულ ცალკეულ პოზიციებთან დაკავშირებით, ერთგვარ...

“რატომ არ მიაქვთ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში?” – ნინო წილოსანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ამერიკა ძლიერია როგორც არასდროს და არავის არ შერჩება მისი დაიგნორება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიტიური ემოციური პოზიცია აშშ-სთან...