ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

არ შეიძლება სოციალურად დაუცველი ოჯახების შიმშილისთვის გაწირვა – თეონა ჭალიძე მთავრობის მეთაურს მიმართავს

,,ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე პრემიერ გიორგი გახარიას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შეწყვეტილი შემწეობის აღდგენის მოთხოვნით მიმართავს:

,,სოციალურად დაუცველი ადამიანების ნაწილს საარსებო შემწეობა მიმდინარე წლის მარტშიც შეუჩერდა. გაფრთხილების გარეშე, ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ესაა დიდი უპასუხისმგებლობა და მავნებლობა.

როცა იცი, რომ ადამიანების ერთადერთი საარსებო წყარო ეს 30 – 60 ლარია, ამ კრიზისულ სიტუაციაში უგუნურებაა დახმარების შეჩერება.

არ შეიძლება ამ ოჯახების გაწირვა შიმშილისთვის.

მოვითხოვთ ყველას აღუდგეს საარსებო შემწეობა. მივმართავ საქართველოს მთავრობას, პრემიერ გიორგი გახარიას, რომ დაავალოს ჯანდაცვის მინისტრს ოპერატიულად უზრუნველყოს მოთხოვნის შესრულება,” – აცხადებს თეონა ჭალიძე.

უკვე გაკეთდა ონლაინ პეტიციაც, რომელსაც ხელს აწერენ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირები და უახლოეს საათებში გადაეგზავნება მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს.

https://manifest.ge/mobile/item/2862

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული