ორშაბათი, ივლისი 7, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა შეგნებულად და მეთოდურად ხერგავს და წვავს ცივილიზებული...

“ბიძინა შეგნებულად და მეთოდურად ხერგავს და წვავს ცივილიზებული სამყაროსკენ მიმავალ გზებს და ხიდებს” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის შეფასებისას კონკრეტულ ბრალდებებს აჟღერებს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ:

სრულიად ცხადია, რომ ბიძინა შეგნებულად და მეთოდურად ხერგავს და წვავს ცივილიზებული სამყაროსკენ მიმავალ გზებს და ხიდებს.

შესაბამისად, მისი გეგმის განხორციელების შემთხვევაში, საქართველო გახდება რეგიონალური მოთამაშეების – რუსეთის, თურქეთის და ირანის საჯიჯგნი ტერიტორია, რუსეთის უპირობო დომინაციით. ამ სამ ქვეყანას შორის ასეთი კულისური შეთანხმება უკვე არსებობს “3+3” ფორმატის სახით.

არანაირ ყალბ სუვერენიტეტზე საუბარი, რა თქმა უნდა, არ არის, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იმ ტიპის ძალადობრივი რეჟიმის სტაბილურობის შენარჩუნებას, რასაც ბიძინა აშენებს, სჭირდება უზარმაზარი რესურსები, რაც საქართველოს არ გააჩნია.

ამ მიზნით, საერთო შეთანხმებით, რუსეთს ამ ეტაპზე შემოყავს კიდევ ერთი მოთამაშე – ჩინეთი, რომლის ხელითაც უნდა შეიქმნას ერთგვარი სტაბილიზაციის ფონდი, სისტემის სავარაუდო ჩამოშლის პრევენციისთვის. კობახიძის გახშირებული ვიზიტები ბოლო დროს ჩინეთის საელჩოში არ იყო რიგითი მოვლენები.

ჩინეთის გააქტიურებით, რუსეთი საკუთარი ინტერესის დაფარვის გარდა, რაც განპირობებულია ქართული საზოგადოების მიუღებლობით მის მიმართ, მიზნად ისახავს აშშ-სგან საქართველოს საბოლოოდ მოკვეთას, რადგან ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ტრამპისთვის ჩინეთის სადმე გამოჩენა “წითელი ნაჭრის” აფრიალების ტოლფასია.

ეს არის უახლოესი ერთი-ორი წლის სავარაუდო გეგმა, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, რუსეთი უკვე ღიად დაიწყებს საქართველოში საკუთარი დომინანტური ინტერესის გამოჩენას.

ასეთია პერსპექტივა, რომლის განხორციელებას მხოლოდ ქართული საზოგადოების უკომპრომისო ბრძოლას შეუძლია შეუშალოს ხელი, ცივილიზებული სამყაროს აქტიური მხარდაჭერით“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მინდა ისე გაიარონ ურთულესი გზა, რომ მათთან ერთად საქართველოს გვეზეიმოს!” – ნუკა არველაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის...

“ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ პროვინციული და თავისმომჭრელი დიქტატურის დასასრულებლად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველ...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

27 მაისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში...

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია24-26 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი: 🌦 27...