კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანსჯის საგანი"საბოლოოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ - ეს არჩევნები გაყალბდა თუ...

“საბოლოოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ – ეს არჩევნები გაყალბდა თუ “ოცნებამ” “პასუხგაუცემელი” ნარატივით მოიგო არჩევნები?” – ნიკა მელია

ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების პოლიტიკურ შეფასებას ახდენს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია და კონკრეტული საკითხები წამოწია განსჯისთვის:

უნდა ჩამოვყალიბდეთ, „ოცნებამ“ ეფექტური მესიჯით („აბა, ომი გინდა?!“) მოიგო არჩევნები თუ არჩევნები გაყალბდა?! ოცნების პროპაგანდას ვერ გაეცა სათანადო პასუხი და იმიტომ მოიგეს თუ სწორედ იმიტომ გააყალბეს არჩევნები რომ მათმა პროპაგანდამ არ იმუშავა?!

არჩევნები არნახული მასშტაბით, მასობრივად გაყალბდა!

ამ არჩევნების შედეგები დემოკრატიულ მსოფლიოში არავის უღიარებია, ამ არჩევნებს არ აქვს არც საერთაშორისო და არც ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია!

ოცნებამ არჩევნები წააგო, მათმა პროპაგანდამ არ იმუშავა! და დღეს იმაზე საუბარი, რომ ქოცების პროპაგანდას პასუხი ვერ გაეცა და ამიტომ მოახერხეს მათ საზოგადოების დიდი ნაწილის შეცდომაში შეყვანა და ჰქონდათ შედეგი, რბილად რომ ვთქვათ არასერიოზულია!

ხალხმა უშეცდომოდ გაიაზრა საიდან მოდის ომის საფრთხე და გააკეთა არჩევანი სწორედ მშვიდობისთვის – გახდეს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის, ევროკავშირის, დასავლური ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი. ეს არჩევანია ახლა მოპარული!

„აბა, ომი გინდა? “ – ოცნების პარტიული აქტივის (გამგებლების, მერების, მათი ცოლებისა და ოჯახების) თავის სამართლებელ მესიჯად აქციეს. აბა, იმას ხომ არ იტყოდნენ, იმიტომ ვაძლევ ოცნებას ხმას, რომ ფულის მოპარვის, ტენდერის ჩაწყობის და ა.შ. საშუალებას მაძლევსო?

მთელი საარჩევნო კამპანია რეგიონში გავატარე, 4 თვის განმავლობაში ვიყავი საქართველოს ყველა მხარეში, თითქმის ყველა ქალაქში, არაერთ სოფელში და არსად ამომრჩევლისგან არ გამიგია ოცნების ეს მესიჯი და თუ ვინმესგან გამიგია – ისევ გამგებლებისგან/ბიუროკრატებისგან და „ოცნების“ აგიტატორებისგან.

ასე რომ, ახლა ამ თემაზე დისკუსიის მსურველები საბოლოოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ – ეს არჩევნები გაყალბდა თუ „ოცნებამ,“ „პასუხგაუცემელი“ ნარატივით მოიგო არჩევნები?” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა მელია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...

“ქულების დაწერა თუ გინდათ, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადეთ, სინდისის პატიმრები გამოუშვით‼️‼️‼️” – ელისო კილაძე

მიხეილ ყაველაშვილის მიერ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გაკეთებულ...

“სამწუხაროდ ლელომ კოლეგებთან სასაუბროდ შავზე – თეთრის ლაპარაკის სტრატეგია აირჩია” – თენგო თევზაძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო თევზაძე კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს იმასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...