ოთხშაბათი, ნოემბერი 12, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რეალურად, ტრამპის განცხადებები კანადაზე, გრენლანდიაზე და პანამის არხზე...

“რეალურად, ტრამპის განცხადებები კანადაზე, გრენლანდიაზე და პანამის არხზე სულაც არ არის და არც უნდა იყოს ხუმრობის თემა” – ბონდო მძინარაშვილი

აშშ არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კონკრეტულ განცხადებებს ეხმაურება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი და შესაძლო გეოპოლიტიკურ სცენარებზე აკეთებს მინიშნებებს:

რეალურად, ტრამპის განცხადებები კანადაზე, გრენლანდიაზე და პანამის არხზე სულაც არ არის და არც უნდა იყოს ხუმრობის თემა.

ეს განსაკუთრებით საშიშია ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ქვეყნებისთვის.

ამ პროცესში ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ჩამორჩებიან ჩინეთი, თურქეთი და რუსეთი!

და შედეგად მივიღებთ კატასტროფას:
თუკი კანადა (ამხელა კანადა!) შეიძლება გახდეს ამერიკის 51-ე შტატი, რატომ არ შეიძლება საქართველო (ციცქნა საქართველო!) გახდეს რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი სუბიექტი?!
დიდი ქვეყნების გამსხვილება პატარა ქვეყნების განადგურებას ნიშნავს!
ტრამპის ამბიციები გაცხადებულია!
პუტინისაც!

ჩვენ კი ამ ნიანგებისთვის იმ სანიტარი ჩიტის როლშიც არ ვართ, რომელიც პირდაღებულს კბილებს უსუფთავებს და თამამად იკვებება, რადგან იცის, რომ ნიანგი ყბებს არ დახურავს, – “ბრდღვნად არ უღირს” და იმიტომ!

ჩვენ დიდი სიფრთხილე გვმართებს, რადგან ახალ რეალობაში ჩვენი როლი ჯერ არ გამოკვეთილა, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, საბოლოოდ არ შეგვიძენია ფუნქცია. ან, უკეთ რომ ვთქვა, დიდ იმპერიებს ჯერ არ გაუცხადებიათ, საბოლოოდ რა დაგვევალება.

ნუ ვიფიქრებთ, რომ ჩვენზე ფიქრით და ზრუნვით ათენ-აღამებენ!
არა, ასე არც ყოფილა და არც იქნება!

ჩვენ უნდა დაველოდოთ დიდი მოთამაშეების გადაწყვეტილებას, ოღონდ მანამდე უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ჩვენივე ხელით არ დავანგრიოთ ჩვენი სახელმწიფო!

თორემ, შემდეგ უკვე ცოცხით და აქანდაზით მოვლენ ნამსხვრევების გასატანად და მტვერსაც გადაწმინდავენ. მერე კი, ერთმანეთს თავაზიანად გაუღიმებენ და მართლა დერეფნად ქცეულ ნაქვეყნარზე გვერდს კულტურულად აუქცევენ.

ამაზე დავფიქრდეთ!“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კონკრეტულ...

“კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ივანიშვილი უკვე ციხეში მყოფ პოლიტიკოსებს ბრალს უმძიმებს, ვაჭრობისთვის მძველების...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს საქართველოს პროკურატურის მიერ...

“არჩევნების ბოიკოტი თუ საბოტაჟია, ჩვენი მოსახლეობის 40% კარგა ხნის დახვრეტილი უნდა იყოს ამ პრინციპით,...

არჩევნების ბოიკოტის მიმართ დაფიქსირებულ აზრთასხვადასხვაობას კონკრეტული პოზიცია-შეხსენებით ეხმიანება ანალიტიკოსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა, რომ გააკეთეთ ის, რაც სხვამ ვერ გაბედა – საქართველო ხელიდან გამოგლიჯეთ რუსულ იმპერიას…”...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავების ფაქტს...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...