ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მსხვერპლი აქ მხოლოდ ერთია - ნაცემი, ნაწამები, დალეწილი,...

“მსხვერპლი აქ მხოლოდ ერთია – ნაცემი, ნაწამები, დალეწილი, დაჭერილი, მოწამლული ადამიანები!” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი, ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მწვავე შეფასებას აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ექცევიან მშვიდობიან აქტივისტებს:

,,ღმერთო, იქნებ მიახვედრო, რომ განსხვავებული აზრი არაა წამებაზე თვალის დახუჭვა, ქიმიური იარაღით ადამიანების ჯანმრთელობის განადგურება, ციხეში უდანაშაულო ადამიანების ჩასმა. იქნებ გააგებინო, როგორც არ უნდა იმართლონ თავი, ეს არაა ფილმი, რომ მასზე განსხვავებული აზრი ჰქონდეთ ადეკვატურ ადამიანებს.

რეალობაა, რომლის თანამონაწილეც ხდებიან. ძალადობის შემდეგ სიტყვა მაგრამ, ვერ იფუთება განსხვავებულ აზრად, როგორც არ უნდა მოირგონ მსხვერპლის როლი. მსხვერპლი აქ მხოლოდ ერთია – ნაცემი, ნაწამები, დალეწილი, დაჭერილი, მოწამლული ადამიანები!

ზემოდან იქნებ კანონებსაც გადახედონ და მიხვდნენ, რას აწერენ ხელს. იქნებ 30 ლარით გაზრდილი პენსიის ფონზე, უპრინციპო პარლამენტარის ორმაგად გაზრდილმა ხელფასებმაც დააფიქრონ!

მოკლედ გაუნათე გონება, იქნებ შენი ხათრით მაინც დაფიქრდნენ რამეზე, პარტაქტივად ქცეულ ადამიანს, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა შთააგონე🙌”, – წერს ნანკა კალატოზიშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პოლიტპატიმრები საპროცესო გარიგებას არ აფორმებენ რეჟიმთან, პატიმარი საკანში ტოვებს ციხეში ნაყიდ ნივთებს სხვა პატიმრისთვის”...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის პატიმრობიდან...

“ამ სისასტიკისგან განადგურებული მე, იმ დღეს, სანამ საპატიმროს დავტოვებდი, მტვერს მოვხვეტდი და მტვერსაც წამოვიღებდი...

სამოქალაქო აქტივისტი, "სამოქალაქო ინიციატივის" და "ცოდნის კაფეს" თანადამფუძნებელი, ქეთი...

“ივანიშვილი ყოველ დილას იწყებს აკვიატებული ფიქრით “აბა დღეს ვის რა ვავნო”, ხოდა ამჯერად მე...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეულ ფაქტებზე მითითებით, ბიძინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კონკრეტულ...