შაბათი, აპრილი 12, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტრაგიკული ფაქტები"რამდენი რამ დაემთხვა საბედისწეროდ საბერიოს ტრაგედიაში..." - ლაშა...

“რამდენი რამ დაემთხვა საბედისწეროდ საბერიოს ტრაგედიაში…” – ლაშა ბერულავა

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა გალის რაიონში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის შესახებ საუბრობს…:

ახლა რომ ფიქრობ და აანალიზებ, რამდენი რამ დაემთხვა საბედისწეროდ საბერიოს ტრაგედიაში:

ბავშვების დედა კლინიკაში იწვა;

ბავშვების მამა ცოლის სანახავად იყო წასული;

ბავშვებს ეძინათ (ხომ შეიძლებოდა, 4 თვის ჩვილს გაჰღვიძებოდა და ყველანი გაეღვიძებინა ტირილით);

ბავშვების ბებიამ იფიქრა, ადრე ავდგები, ღუმელს გავახურებ, ბავშვებს თბილ ოთახს დავახვედრებო;

დედა***ლი დენი არ იყო და ბებიას ბენზინიანი ჭურჭელი იმაში აერია, რომელშიც სალიარი ესხა…

(ბენზინს მცირე ჭურჭლებში სოფლებში ინახავენ, მაგალითად, მხარზე გადასაკიდებელი ელექტროცელებისთვის).

ერთი, ერთი დეტალი მაინც შეცვლილიყო…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლაშა ბერულავა და ასევე აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით:

⁉️ რა მოხდა? – საბოლოო დეტალები:

✔️ ბავშვების დედა ზუგდიდში, კლინიკაში მკურნალობდა, ბავშვების მამა კი ცოლის სანახავად იყო წასული. ბავშვების ბებიამ დილით, როცა ხუთივე ბავშვს ეძინა, იმ ოთახის გათბობა დააპირა, სადაც ოჯახის წევრებს მთელი დღე უნდა გაეტარებინათ. ამისთვის შეშის ღუმელის გახურება იყო საჭირო, რისთვისაც, როგორც წესი, სალიარს იყენებენ, რათა შეშას კარგად წაეკიდოს.

რადგან იმ დროისთვის დენიც არ იყო, ბებიას სალიარიანი და ბენზინიანი (ელექტროცელისთვის ინახავდნენ სათავსო ოთახში) ჭურჭლები ერთმანეთში აერია და ღუმელში შედებულ შეშის ნაჭრებს ბენზინი მიასხა, რამაც ძლიერი აალება გამოიწვია, ცეცხლის ალი ღუმელს გამოსცდა და ბენზინიან ჭურჭელს მისწვდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მოხუცს აალებული ჭურჭელი ხელიდან გაუვარდა, ბენზინი თითქმის მთელ ოთახში გაიფანტა, შესაბამისად, ალმაც იმატა.

ქალმა ჯერ ბავშვების გაღვიძება და გამოყვანა სცადა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ამას მარტო ვერ შეძლებდა, საშველად მეზობლებს უხმო. ბავშვების ბებია და რამდენიმე მეზობელი თავგანწირვით ცდილობდნენ ბავშვების გამოყვანას ალმოდებული საძინებლიდან, დაშავდნენ კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, ბავშვებს ვერაფერი უშველეს. დაღუპულები არიან:

⚫️ ანა-მარია ჭოლარია,
⚫️ ემილია ჭოლარია,
⚫️ ნია ჭოლარია,
⚫️ ელენე ჭოლარია,
⚫️ სოფია ჭოლარია.

🔻 ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა 6 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე მკვდარი გამიცნეს, როცა სიცოცხლეში ვოცნებობდი ამას…” – ზაზა სარალიძე: “დათუნა სარალიძის განცდები”

შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის უზომო ტკივილით აღსავსე ემოციები...: "დათუნა სარალიძის...

“ლეხ კაჩინსკის დაღუპვა იყო შურისძიება, რომელიც დღესაც გრძელდება ჩემი მისამართით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ...

გიორგი ვაშაძე: “რა საერთო აქვს 9 აპრილის გმირებთან ჯალათი ლებედის მთავარ სპონსორს – ივანიშვილს...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის პოლიტიკური შეფასებები 1989 წლის...

“9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ” – ირაკლი...

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე 9 აპრილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“უწყინარი” ნაძირალა ქალი – ლევან ხაბეიშვილი ნინო წილოსანზე

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი...

“ჩვენს ოფიციალურ პირებს უსამართლო სანქციებს უწესებენ “მეგობრებად” მიჩნეული ქვეყნები” – ზაალ ანჯაფარიძე

დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ მორიგ სანქციებს მწვავედ ეხმაურება ანალიტიკოსი...

“მე მკვდარი გამიცნეს, როცა სიცოცხლეში ვოცნებობდი ამას…” – ზაზა სარალიძე: “დათუნა სარალიძის განცდები”

შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის უზომო ტკივილით აღსავსე ემოციები...: "დათუნა სარალიძის...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...