ორშაბათი, ივნისი 16, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლებატვ "პირველისა" და "მთავარი არხის" ანგარიშებს ინკასო დაედო

ტვ “პირველისა” და “მთავარი არხის” ანგარიშებს ინკასო დაედო

ორი წამყვანი, კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიის ანგარიშებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ინკასო დაადო, რითიც სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნებათ ტვ “პირველს” და “მთავარ არხს”:

„TV პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი ტელეკომპანიაზე ინკასოს დადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათი მტერი კორონაა და არა თავისუფალი მედია.

არსებობს რაღაც, რასაც ალბათ ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს! მაშინ, როცა ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის! მაშინ, როცა ბიზნესს წარმოუდგენელი გამოწვევები აქვს! მაშინ, როცა არავინ იცის, რა ელოდება ამ ქვეყნის ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას! მაშინ, როცა ჩვენი ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სასწორზე დებენ, რომ მაყურებელს ინფორმაცია მიაწოდონ. ინფორმაცია, რომელიც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წამალი! მაშინ, როცა ერთიანობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია! ტელეკომპანია ,,პირველს” ისევ ინკასო დაადეს! გაოგნებული ვარ და სიტყვები არ მყოფნის!

ბატონებო, ჩვენი და თქვენი მტერი კორონაა და არა თავისუფალი მედია!

გავიმეორებ: ხალხი აქ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს, თქვენ კი ამ ჟურნალისტებს, ოპერატორებს, მემონტაჟეებს, მძღოლებს შემოსავლის გარეშე ტოვებთ!!!“ – განაცხადა ვატო წერეთელმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი „მთავარი“ არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემაც გააკეთა:

მაშინ როდესაც ბიზნესი კრიზისშია, შესაბამისად ვერც ტელევიზიებს ურიცხავს სარეკლამო მომსახურების თანხას, ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ მედიის მუშაობა არაა საჭირო და ინკასო დაადო ორ ტელევიზიას, “მთავარ არხს” და ტვ პირველს,“ – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილის ბანდა ვერ ეღირსება ლეგიტიმაციას” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“საზოგადოება ამჩნევდა, ამჩნევს და ყოვეთვის შეამჩნევს არაპროფესიონალ, დაყენებულ და ყალბ სახეს!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტის, ბლოგერის ნუკა არველაძის დაუკონკრეტებელი მინიშნებები: "ღმერთო მოთმინება მომეცი 🙌 საზოგადოება...

“ჩემი მეუღლე ხუთმა ნიღბიანმა პირმა გაიტაცა და ემუქრებოდნენ ჩვენი სამი მცირეწლოვანი შვილების უსაფრთხოებით” –...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა საგანგებო განცხადებას აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...