შაბათი, მაისი 10, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილი დაასანქცირეს, როგორც რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და...

“ივანიშვილი დაასანქცირეს, როგორც რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობის ძირგამომთხრელი” – გიგი უგულავა

,,ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ს მთავრობის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების ფაქტს:

,,ივანიშვილი დაასანქცირეს, როგორც ფიზიკური პირი, როგორც რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობის ძირგამომთხრელი. ანუ როგორც რუსეთის ჯაშუში, გნებავთ აგენტი (დიახ უცხო ქვეყნის, უფრო ზუსტად, რუსეთის აგენტი!). ის რომ “მაგნიცკის აქტით” დაესანქცირებინათ, მისთვის გაცილებით მძიმე იქნებოდა ფინანსურად. ეს სამუდამო დამღა იქნებოდა, რადგან ამ სიაში ადამიანის უფლების დამრღვევები ხდებიან. იქედან ვეღარასდროს ამოძვრები.

წარმავალმა ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით გააკეთა. ეს სანქციები სწორედ რესპუბლიკელებმა დაანონსეს. პათოსიც შესაბამისი იყო – რუსეთის, ირანის, ჩინეთის, ჰესბოლასა და ჰამასის მეგობარი ჩვენი მეგობარი ვერ იქნება. ტრამპი ადამიანის უფლების დაცვაზე მეტად გეოპოლიტიკური ორიენტირებით ხელმძღვანელობს. ივანიშვილის იმედი, რომ ის რეგიონს უბრალოდ დაიკიდებდა არ გამართლდა. პირიქით, ტრამპი ის ტიპაჟია რომელიც ჩადებული ინვესტიციის ახევას არავის პატიობს. აგერ პანამის არხის მაგალითიც კმარა.

ჩვენი რეგიონოდან ტრამპს ტელეფნით ესაუბრა ალიევი, ფაშინიანი, ერდოგანი. შეხვდა ზელენსკის. საქართველოდან შეხვდა მხოლოდ პრეზიდენტ ზურაბიშვილს. ივანიშვილი და ოცნება ხაზგასმით საჯარომო კუთხეშია დაყენებული.

თავად სანქციები მხოლოდ ბიძინას შეეხო (ოჯახი ამჯერად მოლოდინის რეჟიმშია). ანუ სანქციების მუშტი მოხვდა, ხოლო მახვილი კისერთანაა დაკიდებული

ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარეობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ივანიშვილს ძლიერის პოზიციიდან დაელაპარაკება – საქართველოს რუსეთში არ გაგაგატანთ. წადი და გადარჩები. ივანიშვილს სავაჭრო არც არაფერი დარჩა. ან უნდა დანებდეს და გადარჩება სადმე საფრანგეთში ან იანუკოვიჩივით გაიქცევა რუსეთში.

აი ეს ყველაფერი მოიტანა ხალხის ქუჩაში დგომამ. მხოლოდ და მხოლდ ხალხის შიშველი ხელებით ბრძოლამ

ეს ყველაფერი რომ სრულად ცხადი გახდეს ორი სამი თვე მაინც დასჭირდება.

ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე✊”, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე “MEGOBAR აქტზე” – მასში ვხედავ, რომ “დიფ სთეითი” ჯერ არ დამარცხებულა და...

„დიფ სთეითი“ ჯერ არ დამარცხებულა, მას ღრმად აქვს ფესვები...

“ამორალური შემოქმედებაში მხოლოდ ცენზურის არსებობა და ჩარჩოები შეიძლება იყოსყოჩაღ იმ მწერალს, იმ პოეტს, იმ...

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ლიტერატურის, შემოქმედების, ხელოვნების თავისუფლების მნიშვნელობაზე...

“ჩვენ აუცილებლად დავიხსნით პოლიტიკურ ტყვეებს! გავიმარჯვებთ ერთობით!” – ნანა ტოხვაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე კიევიდან დაბრუნებისთანავე,...

“🇬🇪🇺🇸 გიორგობის დღესასწაულისთვის ამერიკის კონგრესმა დიდი საჩუქარი გაუკეთა ქართველ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

აშშ-ს კონგრესში "მეგობარი აქტის" მიღებას ემოციური შეფასებებით ეხმიანება საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...