პარასკევი, ივნისი 6, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიინტერვიუ"მე სულ მიკვირს საქართველოს ისტორიის ამ სამარცხვინო ამბების,...

“მე სულ მიკვირს საქართველოს ისტორიის ამ სამარცხვინო ამბების, სანამ ეს არ გამოსწორდება ვიქნებით ასეთ დღეში” – ბეჟან ჯავახია

ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სააგენტო ,,პარალელთან” კომენტარს აკეთებს, სადაც იხსენებს გასული საუკუნის 90-იან წლებს და ისტორულ პარალელს ავლებს დღეს არსებულ რეალობასთან დაკავშირებით:

,,ამ ქვეყანაში არავის სურს 90-იანი წლების ანალიზი გააკეთოს. ჩვენ შეიძლებოდა ასეთი მძიმე მდგომარეობა არც გვქონოდა – ისტორია ძალიან ბევრ რამეს გვასწავლის და პირდაპირ მიგვითითებს.

1992 წელს, გადატრიალების შემდეგ, პირდაპირ ხუნტა იყო – ჯაბა, კიტოვანი, სიგუა, მარტიდან შევარდნაძე მიემატა. ეს იყო ხუნტა, ყველამ იცოდა ძალიან კარგად. მასთან ურთიერთობას მაინც და მაინც არავინ ცდილობდა დასავლეთიდანაც, თავშეკავებულები იყვნენ. უბრალოდ, კავშირი არსებობდა მაინც იმიტომ, რომ დასავლეთს თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რუსეთის დემოკრატიზაციის ფონზე ესენგეს განვითარება და ბალტიისპირეთის გამოტაცება, იმ ეტაპზე.

ასეთი რადიკალური დამოკიდებულება მაშინაც არ იყო, როგორიც ახლა არის საქართველოს ხელისუფლებისადმი, მაგრამ მთავარი რა არის იცით, რომ ჩვენ არ მივაქციეთ ყურადღება, ყველამ ჩავყლაპეთ და მივიღეთ, რაც მივიღეთ – გოგა ხაინდრავას რამოდენიმეჯერ, მისი და ქადაგიშვილის მსგავსი ადამიანები… თუ გნებავთ, ზაქარეიშვილი, თუნდაც რესპუბლიკელების დიდი ნაწილი. მუდმივად ღებულობენ მონაწილეობას ყველა ამ პროცესში და მუდმივად გამარჯვებულის მხარეს დგებიან.

1992 წლის ე.წ. იმედის არჩევნები, რომელიც ჩაატარეს საკონპენსაციო სიით, არ იყო არჩევნები. მაშინ უბრალოდ გაიმარჯვეს, ამას დღეს ვერ გაიმეორებენ.
მათ ასიათასობით ადამიანის პროტესტი ჩაახშეს სისხლით. ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში არც ერთ პერიოდს არ ახსოვს…

მე სულ მიკვირს საქართველოს ისტორიის ამ სამარცხვინო ამბების, სანამ ეს არ გამოსწორდება ვიქნებით ასეთ დღეში.

როდესაც გირგვლიანის დედას გმირად აცხადებ, არცერთ შემთხვევაში არ გახსენდება მამუკა ტერაშვილის დედა, რომელიც ცოცხალი იყო და რამდენიმე ბიჭის დედა, რომელიც 2 თებერვალს დახვრიტეს, ახალგაზრდა. 20 წლის ბიჭები დახვრიტეს… მათი დედები დიდხანს იყვნენ, დადიოდნენ ყველა მიტინგზე, თავიანთი შვილების ნაცვლად იდგნენ აქ… შემდეგ რაც მოხდა წალენჯიხაში, დახოცეს ხალხი და დატირების უფლება არ მისცეს…

მაპატიეთ მაგრამ, ოდესმე საქართველოს ტელევიზიამ თუ გააშუქა ერთხელ მაინც წამებული მხატვარი, რომელსაც მარჯვენა მოაჭრეს იმის გამო, რომ ზვიად გასახურდიას პორტრეტი დახატა…

ამ ქვეყანაში ვიცხოვრეთ ჩვენ და ხუნტა, რომელიც დღეს არსებობს, თუ ჩვენ უფრო მეტად ერთად არ ვიდგებით, ყველა საშინელება მოსალოდნელია. უბრალოდ, დღეს, როდესაც თანამედროვე ეტაპზე ასეთი ძლიერია დასავლეთის მხარდაჭერა, საზოგადოებაც უფრო გაზრდილია, შეუძლებელია რომ ვინმემ ასეთი რამ გაიმეოროს”, – განაცხადა ბეჟან ჯავახიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მერობას ვაპირებ და ვაპირებ, რომ დაგამარცხოთ ყველა ის რადიკალური დაჯგუფება, ვინც ხართ” – კახა...

დედაქალაქის მერის განცხადებით, ის მერობას გეგმავს და აპირებს „რადიკალურ...

“მათი უმრავლესობა არის არა უბრალო, არამედ გაფორმებული აგენტი უცხოური გავლენების” – ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციაზე

ოპოზიციის წარმომადგენელთა საჯარო განცხადებების შინაარსზე დაყრდნობით, მძიმე ბრალდებებს აკეთებს...

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“ზარქუა, როგორ ჩანს, თავისი შიშის ამბავს ყვებოდა” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას...