სამშაბათი, ივნისი 17, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები14 დღე ადამიანი კარანტინში არის იმიტომ, რომ საქართველოში...

14 დღე ადამიანი კარანტინში არის იმიტომ, რომ საქართველოში არ არის სწრაფი დიაგნოსტიკის შესაძლებლობა – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე სამ კომპონენტიანი გამოსავალი წარუდგინა მოსახლეობას და მიაჩნია, რომ ამით ძალიან მარტივად შევძლებთ კორონავირუსული ინფექციის ტესტირებას და დიაგნოსტიკას. ასევე ისაუბრა მსოფლიო გამოცდილებებზე, რომელიც საქართველოს დაეხმარება ვირუსის შიდა გავრცელების პრევენციისათვის:

„მსოფლიოში არსებობს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო გამოცდილებები, სტატისტიკურად; ჩინეთში გარდაცვალების მაჩვენებელი არის – 1,4%; იტალიაში – 8,3%; სამხრეთ კორეაში – 1,1%; შესაბამისად კითხვა უნდა დავსვათ, რა გააკეთა ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ ისეთი, რომ შეამცირა გარდაცვალებების რაოდენობა და რაც მთავარია ბოლო ორი დღეა ჩინეთში კორონავირუსის შიდა გადაცემა არ დაფიქსირებულა.

ამის ერთადერთი საფუძველი სწრაფი დიაგნოსტიკაა, შესაბამისად საზოგადოებას და ხელისუფლებას გთავაზობთ სამ-კომპონენტიან სტრატეგიას.

– სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა შეიძინოს 1 მილიონი სწრაფი და 200 000 PCR ტესტი;

–  დაუყოვნებლივ მოიხსნას ყველა რეგულაცია და კერძო ლიცენზირებულ ლაბორატორიებს მიეცეთ შესაძლებლობა ტესტების ჩატარების ისევე როგორც გააკეთა აშშ-მ;

– უნდა შემუშავდეს კომპლექსური მექანიზმი, რომ სწრაფად მოხდეს მოქალაქეების დიაგნოსტიკა და ტესტირება.

სწრაფი ტესტების ფასი ჩინეთში არის 5 დოლარამდე, ხოლო 10 დოლარამდე ღირს PCR ტესტი. არც ჯანდაცვის სამინისტრომ და არც მათ შორის კერძო ლაბორატორიებმა მოვუწოდებ და ვაფრთხილებ არ გააკეთოთ ტესტების ფასებით სპეკულირება, იმიტომ რომ ეს ახლა დანაშაულის ტოლფასია.

რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამას უნდა იყოს უფასო, ამ სტრატეგიით ძალიან სწრაფად შევძლებთ კარანტინის ზონების მოხსნას, რომელიც დღეს ქვეყანაშია. 14 დღე ადამიანი კარანტინში არის იმიტომ, რომ არ არის დიაგნოსტიკის შესაძლებლობა. არავინ არ თქვას, რომ ამ ტესტების, ამ დიაგნოსტიკის მექანიზმების დანერგვის შემდეგ 14 დღე ვერ აღმოაჩენ ვირუსს, არა ბატონებო, მყისიერად გვაქვს ეს მონაცემები.

სწრაფ ტესტზე ერთი ჩხვლეტით თითზე და ერთი წვეთი სისხლით 15 წუთში მივიღებთ პასუხს, თუ ანტისხეულები არ დადგინდა PCR ტესტი და უფრო ჩაღრმავება არ ხდება საჭირო. იტალიას გაექცა, იმიტომ, რომ სწრაფი დიაგნოსტიკის საშუალება არ ჰქონდა. ყველამ მოხსნა რეგულაციები და ჩვენ ისევ ბიუროკრატიულ პროცედურებზე ვსაუბრობთ,” – განმარტავს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველა წინა პირობა არსებობს იმისთვის, რომ მომავალში მაღალი ეკონომიკური აქტივობა და ქვეყნის სწრაფი განვითარება...

„მომავალ წელს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების მიხედვით...

“რეპრესიების ფაზები, რომელიც დაამკვიდრებს საქართველოში ტოტალიტარულ მმართველობას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია საქართველოში ტოტალიტარული მმართველობის დამკვიდრების 6...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ნიკა გვარამიას გაუმარჯოს – კაცს, რომელიც საკუთარი ფეხით მივიდა ციხეში” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...