კვირა, ივლისი 27, 2025
33.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მინდა მადლობით დავიწყო იმ ნდობისთვის, რომელიც მმართველმა გუნდმა...

“მინდა მადლობით დავიწყო იმ ნდობისთვის, რომელიც მმართველმა გუნდმა ჩემი კანდიდატურის წარდგენის, ხოლო საარჩევნო ხმის მქონე დელეგატებმა – საქართველოს პრეზიდენტად არჩევით გამომიცხადეს!” – მიხეილ ყაველაშვილი

პირველ რიგში, მინდა მადლობით დავიწყო იმ ნდობისთვის, რომელიც მმართველმა გუნდმა ჩემი კანდიდატურის წარდგენის, ხოლო საარჩევნო ხმის მქონე დელეგატებმა – საქართველოს პრეზიდენტად არჩევით გამომიცხადეს!” – განაცხადა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის სასახლეში გამართულ ინაუგურაციის ცერემონიაზე.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველომ საუკუნეების განმავლობაში მრავალი ქარტეხილი გამოიარა.

ჩვენმა ჭირ-ვარამ გამოვლილმა ხალხმა საკუთარი სამშობლოსა და ღირსების დასაცავად, ერთი შეხედვით შეუძლებელი შეძლო – მსოფლიოს უდიდეს იმპერიებთან, ბევრად მრავალრიცხოვან მტერთან ათასწლეულების მანძილზე შეუპოვრად იბრძოლა, გადარჩა და შემოგვინახა ის ღირებულებები და ფასეულობები, რომელსაც ჩვენი ერი დაეფუძნა“, – განაცხადა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ქართველი ერი ერთ-ერთი გამორჩეული და ისტორიული ერია, რომლის ჩამოყალიბებაც უძველეს დროში დაიწყო.

ჩვენმა ხალხმა შექმნა ქვეყანა და რაც მთავარია – მარადიული იდეა, რომელსაც სამშობლო ჰქვია. სწორედ ამ იდეას უფრთხილდება და იცავს მუდმივად ქართველი ერი. ჩვენ შევქმენით უნიკალური კულტურა, რომელიც აგერ უკვე საუკუნეებია, დროსა და სივრცეში უხილავი ძაფებით – საერთო ტრადიციებითა და ღირებულებებით გვაკავშირებს ქართველებს“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მშვიდობისთვის მუდმივმა ბრძოლამ და მტრების მოგერიებაში გატარებულმა ასწლეულებმა ჩვენს ხალხს ხასიათი გამოუწრთო და ერთობის სასიცოცხლო მნიშვნელობაში დაარწმუნა.

ერთობის, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულზეა დაფუძნებული; სადაც ძლიერი ოჯახი ძლიერ საქართველოს ნიშნავს, ხოლო ძლიერი საქართველო ძლიერი ოჯახის ტოლფასია. ქართული ოჯახი არის ადგილი, სადაც შვილები ბავშვობიდან სწავლობენ მშობლებისა და ბებია-ბაბუების პატივისცემას, თავისუფლების სიყვარულს, უსამართლობასთან ბრძოლას, განსხვავებული აზრის პატივისცემას და ეზიარებიან ჩვენი წინაპრების მიერ შემონახულ ტრადიციებს, რომელიც აერთიანებს ქართველ ხალხს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, ქართველი ხალხის ბუნება, ისტორია და კულტურა კარგად ჩანს ჩვენს ენაში, რომელიც მსოფლიოს უძველეს ენათა შორის საპატიო ადგილს იკავებს.

არაერთი ქართული სიტყვა, ფრაზა თუ გამონათქვამი ანარეკლია ჩვენი წარსულის, რომელიც სავსეა ქართველი ხალხის თავდადებისა თუ შეუპოვრობის ისტორიებით. ქართულ ენაზე შექმნილია მსოფლიო დონის არაერთი შედევრი, რომელიც დღესაც აღაფრთოვანებს მკითხველს. ქართული ენა ყველაზე კარგად აჩვენებს ქართველი ადამიანის ხასიათს და იმ ემოციებს, რომელიც მხოლოდ ჩვენთვისაა დამახასიათებელი“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ისევ აღშფოთებულია, მართმადიანი სალომე ზურაბიშვილი” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

“ემიგრაციაში მყოფი კაცები გასუსულები რატომ ხართ?” – გოჩა მირცხულავა

ირონიული მინიშნებების ტალღას "მამაკაცის გათხოვებასთან" დაკავშირებით ასევე ირონიული და...

“კვლავ ძალაში რჩება “მეორე ფრონტის” გახსნის იდეა და ეს არის რეალური” – რიმა ბერაძე

დეპუტატი რიმა ბერაძე, საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნის იდეას, რეალურად...

“მეტი რაღა უნდა დაგამციროთ მოძალადეებმა რომ საბოლოოდ გაბრაზდეთ და ხელი მძლავრად შეუბრუნოთ?” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება რამდენიმე დღის წინ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილი სააკაშვილს ვერ პატიობს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ გადასცა რუსეთს, ვერ პატიობს იმას,...

“ივანიშვილმა სასამართლო გადააქცია პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილად. მიხეილ სააკაშვილი არის...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...