ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მთლიანად დაკავებული იყო კეთილი საქმეებით,...

“ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მთლიანად დაკავებული იყო კეთილი საქმეებით, ქველმოქმედებით…” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დე-ფაქტო ისედაც დასანქცირებული იყო.

ამის შესახებ მან ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი დე-ფაქტო ისედაც დასანქცირებული იყო. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაგვიკეთებია. ჩვენ ვხედავთ მუდმივ შანტაჟს ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკების გახსნა-არგახსნის საკითხით, ხან სანქციებით, რაც წარმოუდგენელია. მოთხოვნა რა არის, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესები, ქვეყანა შეუერთდეს სანქციებს, გაიხსნას მეორე ფრონტი და ასე შემდეგ. წარმოუდგენელია იმ მოთხოვნების შესრულება, რასაც ჯერ კიდევ კაბინეტებში პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, მუქარებით, შანტაჟით. ეს უკვე ყველა ზღვარს სცდება, პირდაპირ მოწოდებები. რეზოლუციებიც კი მიიღეს სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის საქართველოში მთლიანად დაკავებული იყო კეთილი საქმეებით, ქველმოქმედებით, უამრავი პროექტი და საქველმოქმედო ღონისძიება აქვს გაკეთებული, თუმცა მისი მხრიდან გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 2012 წელს, როდესაც პოლიტიკაში შემოვიდა და გამარჯვება მოიპოვა. ეს ადამიანი ემსახურება ქვეყანას, ქართველ ხალხს და ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-თან, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ურთიერთობები გადაიტვირთება.

ჩვენ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელმაც 26 ოქტომბერს მოვიპოვეთ გამარჯვება და ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის მხრიდან მივიღეთ მხარდაჭერა, იმიტომ, რომ ვატარებთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ვიცავთ ჩვენს მოსახლეობას, ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ მომავალშიც. ჩვენ გვინდა მეგობრობა, თანამშრომლობა, პარტნიორობა, მაგრამ ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა და ყველაფერი დალაგდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ოპოზიციას სურვილი აქვს, რომ თავისი დანაშაული რეპრესიად შეფუთოს” – კახა კალაძე

„რადიკალურ ოპოზიციონერებს უნდათ, რომ ყველაფრის გაკეთება შეძლონ, სხვა დააზიანონ,...

“ეს საშუალო სტატისტიკური ქოცი რატომ გოდებს მეორედ მოსვლაზე, ვერ გავიგე!😊” – ლელა ჯეჯელავა

ირანში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში დაფიქსირებულ ცალკეულ პოზიციებთან დაკავშირებით, ერთგვარ...

“მაშინ როცა ლუკაშენკო უშვებს პოლიტპატიმრებს, ესენი სულ უფრო მეტ პოლიტიკოსს და უბრალოდ აქტიურ ადამიანს...

პოლიტიკოსი ლიდერების დაპატიმრების ფაქტებს ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ნინო დათაშვილს, გამბედავ და სამართლიანობისთვის მებრძოლ მასწავლებელს” – გიორგი...

სოციალურ ქსელში მწვავე პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება მასწავლებლის, ნინო დათაშვილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

“ამერიკა ძლიერია როგორც არასდროს და არავის არ შერჩება მისი დაიგნორება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიტიური ემოციური პოზიცია აშშ-სთან...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“სამწუხაროდ, მოძალადე სპორტსმენებს არ მიმართეთ და არ უთხარით, რომ ” მეპურემ თავის საქმე აკეთოსო”...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...