სამშაბათი, ოქტომბერი 21, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიისტორიული ფაქტები"ეს სცენა ცხადად, დეტალებში მქონდა წარმოდგენილი, მესმოდა ყვირილი,...

“ეს სცენა ცხადად, დეტალებში მქონდა წარმოდგენილი, მესმოდა ყვირილი, ვგრძნობდი ზაფხულის ღამის სიცხეს და ვხედავდი კარებთან მდგარ ორსულ ქალს” – გიორგი ლომსაძე

ბებიის მიერ მოყოლილ, მძიმე ტრაგიკულ ისტორიას იხსენებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს ჟურნალისტი, მედია სპეციალისტი გიორგი ლომსაძე:

1937 წლის ზაფხულის ღამე იყო, როცა ბელინსკის ქუჩის ერთი პატარა ეზოს მაცხოვრებლები კარებზე ბრახუნმა გააღვიძა. შავქურთუკიანებმა ლამის საცვლების ამარა გამოიყვანეს ეზოს ერთ-ერთი მაცხოვრებელი და შავ მანქანაში ჩატენეს. ამ კაცის ცოლი ქმარს ჩაბღაუჭებული საშინელი ხმით ყვიროდა მეზობლებო მიშველეთო, მაგრამ არც ერთი კარი არ გაიღო და არც ერთ ფანჯარაში არ აინთო შუქი.

ერთ-ერთ ბინაში 24 წლის ორსული ქალი ლოგინიდან წამოხტა, პალტო მხრებზე მოიგდო და კარებთან მივარდა, მაგრამ უეცრად დამძიმებულ სახელურს ვერ მოერია. სინდისი სახელურს ქვემოთ აწვებოდა, შიში – ზემოთ. ბოლოს მაინც ვერ გაბედა საშველად გასვლა. ალბათ ასევე იდგნენ ფანჯრებთან სხვა შეშინებული, გასუსული მეზობლებიც.

ამ ქალს (ბებიაჩემს) მერე მთელი ცხოვრება ჩაესმოდა ის ყვირილი, მთელი ცხოვრება კრთებოდა, როცა კარებზე აბრახუნებდნენ და მთელი ცხოვრება ცდილობდა ყველასთვის დახმარების ხელის გაწვდენით რამენაირად გაესწორებინა ანგარიში სინდისთან.

დედაჩები და ბიძაჩემი კი ისე გაიზარდნენ იმ ეზოში რომ ვერ გაიგეს რატომ არ ელაპარაკებოდა არც ერთ მეზობელს მათ ეზოში მცხოვრები მუდამ შავებში ჩაცმული მარტოხელა ქალი.

ბებიაჩემმა იმდენჯერ მომიყვა ეს ამბავი, რომ ეს სცენა ცხადად, დეტალებში მქონდა წარმოდგენილი, მესმოდა ყვირილი, ვგრძნობდი ზაფხულის ღამის სიცხეს და ვხედავდი კარებთან მდგარ ორსულ ქალს.

ბიძაშენზე ვიყავი ფეხმძიმედ, მარტო ვიყავი სახლში და შემეშინდაო. ასე ამბობდა. არადა არ შეიძლება გაჩერება როცა ბოროტება ხდებაო. ყველაფერი უნდა გადადო, არაფერზე არ უნდა იფიქრო და უნდა გახვიდე საშველადო.

ყველა უნდა გამოვსულიყავით იმ ღამით და მერე მთელი თბილისი უნდა გამოსულიყო და ბერია მტკვარში უნდა გადაგვეგდოო, მაგრამ ასე ვისხედით შეშინებულები ჩვენ ჩვენს ოთახებში და ველოდებოდით ჩვენი ჯერი როდის დადგებოდაო“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიორგი ლომსაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“13 წელი თქვენ გამოგიცხადეთ ნდობა! თქვენი სახელით კი ისეთები ხდება, მტრისას!!!” – ნუკა არველაძე...

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა...

“ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს მიუსაფრების ისტორიაში შევა, როგორც მათი მფარველი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელი წევრი და ცხოველთა უფლებადამცველი, შორენა ლობჟანიძე...

“ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით რომ 4 ოქტომბერზე ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, მხოლოდ უადვილებს ივანიშვილს...

საქართველოს მე-3 პრეზიდებტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

“სამუდამუდ დამარხული იქნება ყველა გვარი, ვინც პარლამენტში შევა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი კონკრეტული...