“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით:
“სიტუაცია არის შემდეგი, სახეზეა საკონსტიტუციო გადატრიალება. კანონგარეშე მოქმედი ძალა, ხუნტა მოკალათებულია ახლა ხელისუფლების სავარძლებში.
- პირადად მე, ყველა გადაწყვეტილებას, რასაც მხარს დაუჭერს ხალხი, მზად ვარ ვიტვირთო პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილებების შესრულებაზე.
- აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება საერთო ფორმატში, მზად ვარ გავინაწილო და ავიღო პასუხისმგებლობა მათ შესრულებაზე.
- ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუცია არის სალომე ზურაბიშვილი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და მზად ვარ, ყველა ფორმატში, ხალხის წინაშე, ვიტვირთო პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებებზე, რომელიც იქნება აქ მიღებული 🇬🇪🇪🇺“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება