პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებზე და საზოგადოებას ყურადღების გამახვილებას კონკრეტული საკითხებზე სთავაზობს:
,,პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს ატრიბუტიკა, მითუმეტეს – შენობა, ლეგიტიმაციის წყარო ხალხის ნდობაა.
პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, აუფასურებს პროტესტს.
ხალხი რუსთაველზე ბევრად უფრო დიდ და მნიშვნელოვან ღირებულებებს იცავს, სწორედ ამიტომ არის პროტესტი წარმატებული.
უნდა გავუფრთხილდეთ ხალხს! გამარჯვების რწმენას! ერთობას პროტესტის მიზნებისა და ფასეულობების ირგვლივ! მხოლოდ ასე გახდება პროტესტი ჭეშმარიტად ყოვლისმომცველი.
1. უპირობოდ გაათავისუფლეთ უკანონოდ დაკავებული ყველა პოლიტიკური მძევალი!
2. დროულად გამოაცხადეთ ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღი!”, – წერს გიორგი გახარია.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე