spot_img
მთავარისხვადასხვა"ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ისე, როგორც თითოეულ ქართველს...

“ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ისე, როგორც თითოეულ ქართველს გაუხარდება” – კახა კალაძე

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას. დარწმუნებული ვარ, 2025 წელი ჩვენი ქვეყნისთვის იქნება კიდევ უფრო დიდი გამარჯვებების მომტანი“, – ამ საახალწლო მილოცვით დაასრულა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის წლის ბოლო სხდომაზე საუბარი.

კახა კალაძემ ახალი წელი მიულოცა საქართველოს მოქალაქეებს, თბილისელებს და მათ მშვიდობა და ქვეყნის განვითარება უსურვა.

ამასთანავე, დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსა და მედიის წარმომადგენლებს გაწეული სამუშაოებისთვის და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

მინდა, დამდეგი ახალი წელი მივულოცო მთელ საქართველოს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს საყვარელ თბილისსა და თბილისელებს.

გისურვებთ, პირველ რიგში, მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას, სიმშვიდეს, ჯანმრთელობას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს, ვინც მთელი ამ წლის განმავლობაში პატიოსნად, პროფესიონალურად, ღირსეულად ემსახურა თბილისელებს, ჩვენს ქალაქს.

მადლობა მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც გვეხმარებიან, რომ გავაშუქოთ ის პროექტები, სიკეთეები, რაც ჩვენი ქალაქისთვის კეთდება, ასევე, ვისაუბროთ იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რაც დედაქალაქში არსებობს. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ისე, როგორც თითოეულ ქართველს გაუხარდება.

ჩვენი ქვეყანა განვითარდება, წინ წავა, იქნება მშვიდობა, გვექნება ეკონომიკური კეთილდღეობა და, რა თქმა უნდა, ეს კეთილდღეობა შევა თითოეულ ოჯახში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...