ორშაბათი, ივლისი 28, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველა ქალაქში ადამიანები გამოდიან და ითხოვენ ორ რამეს...

“ყველა ქალაქში ადამიანები გამოდიან და ითხოვენ ორ რამეს – აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს” – ლევან ხაბეიშვილი

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიის ლიდერებთან ერთად ქუთაისში საპროტესტო აქციაზე იმყოფება, სადაც მოქალაქეები საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს ითხოვენ:

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქალაქში გამოდის ადამიანები და აპროტესტებენ უსამართლობას, ითხოვენ პატიმრების გათავისუფლებას და მინდა ყველა ქალაქიდან, ყველა სოფლიდან, ყველა ქუჩიდან დავაფიქსირო, რომ ყველა ადამიანი, რომელიც მძევლად აიყვანა ივანიშვილმა, სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ.

ბევრ ადამიანს შევხვდი და მათი პირველი მოთხოვნაა, რომ სამშობლოს სიყვარულისთვის გასამართლებული ადამიანები დაუბრუნდნენ ოჯახებს.

ქრისტიანულ დღესასწაულს, შობას ხომ უნდა შეხვდნენ ოჯახებში. ადამიანები სასტიკად სცემეს, დაასახიჩრეს და კიდევ ციხეში ჩასვეს, ეს არ არის ნორმალური, ეს არ არის არც სამართლებრივად სწორი, არც ადამიანურად, არც მოქალაქეობრივად, არც ქრისტიანულად, შობა დღეს ეს ადამიანები ოჯახებთან ერთად უნდა იყვნენ და მეორე მოთხოვნა, ეს არის თავისუფალი არჩევნები ივანიშვილის გარეშე. ივანიშვილთან ერთად ცხადია არჩევნების ჩატარება ნიშნავს იმავეს და ეს არის ხალხის ხმა ყველა კუთხიდან, ქალაქიდან”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ევროპული ბიუროკრატია დაამარცხა” – კახა კალაძე

"ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას - ქილიკით...

“დიფ სთეითის დამარცხება იქნება ირაკლი კობახიძის და ტრამპის შეხვედრა – ქოცებო, ამაზე იოცნებეთ” –...

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ეხმაურება აშშ-ში საქართველოს...

“მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის კონკრეტულ ინიციატივას პოზიტიური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილი სააკაშვილს ვერ პატიობს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ გადასცა რუსეთს, ვერ პატიობს იმას,...

“ივანიშვილმა სასამართლო გადააქცია პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილად. მიხეილ სააკაშვილი არის...

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...

“ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად წამოუყენა ულტიმატუმი ივანიშვილის მაფიას…” – მიხეილ სააკაშვილი

ევროკავშირის სანქციების და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების თემას პოლიტიკური შეფასებებით...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...