მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის შეხვედრას ბიზნეს სექტორთან და ცალკეული ბიზნესმენების მხრიდან ხელისუფლების მიმართ მხარდამჭერ პოზიციას, მწვავე შეფასებებით, ეხმაურება ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
“კობახიძეს დაურწმუნუებია ცეხავიკები, რომ “ევროპული გზა არის შეუცვლელი, იანვარში მოხდება გადატვირთვა აშშ–სთან და ყველაფერი კარგად იქნება“. თან ძაან იბღინძებიან, რას ამბობთ, ჩვენ რომ ვიცოდეთ რუსეთში მივდივართ, ამას როგორ შევეგუებოდითო.
უნამუსო, მოღალატე ტლუებო, ბავშვობაში ორი წიგნი რომ წაგეკითხათ ან გლობუსისთვის მაინც შეგეხედათ წესიერად, იქნებ ქოცების უკანალში ძვრომიალის გარეშეც შეგძლებოდათ ბიზნესის კეთება. თქვენი გაკეთებული საქმის დედა ვატირე“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.