ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ ეჭვებს გამოთქვამს და ირონიულ მინიშნებებს აკეთებს მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით:
“კობახიძე მგონი ჩალიჩობს, რომ ივანიშვილი სასწრაფოდ დაასანქცირონ. ჩემი თუ არ გჯერათ ტვიტერში შეიხედეთ მაგის დღევანდელ განცხადებაზე სალომეს დაჭერასთან დაკავშირებით რა ამბავია😅
მომკალით თუ გინდათ ბ–ნო ბიძინა და მე კობახიძეც დიფსთეითელი მგონია, ქოცად გადაცმული და ჩანერგილ–ჩაკონსპირირებული😅“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.