სამშაბათი, ივლისი 1, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"ტვ "იმედის" თანამშრომელო ქალებო ან ქოცების მოტრფიალე ქალებო......

“ტვ “იმედის” თანამშრომელო ქალებო ან ქოცების მოტრფიალე ქალებო… მაგრა ტეხავს, აი მაგრა…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე კრიტიკული შეფასებებით მიმართავს საზოგადოებას იმ ფენას, რომელიც სათანადო რეაგირებას არ ახდენს საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულისა თუ ძალადობის ფაქტებზე:

,,ტვ ,,იმედის” თანამშრომელო ქალებო ან ქოცების მოტრფიალე ქალებო, რაღაცა ახალი მესიჯბოქსით რომ ხართ ბულინგზე და განსხვავებულ აზრზე.

პირველი, განსხვავებული აზრისთვის აქციის მონაწილეებს უვადო პატიმრობით ემუქრებიან და მეორე, საკუთარ კოლეგაზე თავდასხმას, როცა ღიმილით პირად ანგარიშსწორებას არქმევთ და პარტიას, გგონიათ, ამით მოძალადის სტატუსს აარიდებთ.

კაცების წამებას რომ არ იმჩნევთ, ეგ ცალკე თემაა. საერთოდ, რა
მორალზე შეიძლება ისაუბროთ?! – უცნაურია.

არ მგონია, რომ ეს შეგეხებათ. უბრალოდ, სანამ ბულინგზე ხმას ამოიღებთ, ამ
გოგოს მოუსმინეთ. იქნებ სადღაც გაიღვიძოს სინდისმაც და სამართლიანობის შეგრძნებამაც.

მაგრა ტეხავს, აი მაგრა. ესე რანაირად შეიცვალეთ და დაკარგეთ სახე? ძალიან სამწუხაროა, რბილად რომ ვთქვა”, – წერს ნანკა კალატოზიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის: ნანკა კალატოზიშვილი აღნიშნულ პოზიციას თან ურთავს რადიო ,,თავისუფლების” მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც საპროტესტო აქციების მონაწილე გოგონა უმძიმეს ისტორიას ჰყვება, რაც თავს გადახდა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ანა წითლიძე: “ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან”

“ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან, ამიტომ რუსულ კომისიაზე...

“აი, სად არის აღშფოთებულ-შეშფოთებულ ევროთვალთმაქცების ძაღლის თავი დამარხული…” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

“თუ ამათ ჯანდაბაში არ გავაპანღურებთ, მალე რუსეთსა და პუტინზე ტაშის დაკვრას მოგვთხოვენ” – კობა...

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული პოზიციით ეხმაურება...

“მძიმეა, მაგრამ… როგორც სულმნათი ჯაბა იოსელიანი იტყოდა, “დემოკრატია ლობიოობა არ გეგონოთ!” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანი ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...