ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 21-23 დეკემბრის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 21-23 დეკემბრის პერიოდისთვის

20 დეკემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 21 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში.

დეკემბრის დასწყისში ლარის გამყარებას, თვის შუა პერიოდში, გაუფასურება მოჰყვა უმრავლეს უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, თუმცა ბოლო კვირაში სახეზე იყო ეროვნული ვალუტის გამყარება და დასტაბილურება. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

17 დეკემბერი – 2.8160;
18 დეკემბერი – 2.8117;
19 დეკემბერი – 2.8023;
20 დეკემბერი – 2.8091.

წინა დღის გაუფასურების შემდეგ, ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0009 ლარით და 1 აშშ დოლარი 21 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში 2.8082 ლარი ეღირება.

ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც, თუმცა ამ შემთხვევაში ლარი ბოლო კვირაში დინამიურად მყარდებოდა. კერძოდ ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

17 დეკემბერი – 2.9551;
18 დეკემბერი – 2.9483;
19 დეკემბერი – 2.9416;
20 დეკემბერი – 2.9248.

ევროსთან მიმართებაშიც, ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე საკმაოდ გამყარდა, 0.0074 ლარით და 21 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9174 ლარი.

ფაქტიურად ანალოგიური სიტუაცია იყო სხვა ვალუტებთან მიმართებაში და ამასთან აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი გამყარდა უმრავლეს შემთხვევაში, რიგ ვალუტასთან მიმართებაში, საგრძნობლადაც კი. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 21 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5133 ლარი (გამყარდა 0.0402 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0798 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6706 (გაუფასურდა 0.0012 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6515 ლარი (გამყარდა 0.0005 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1094 ლარი (გამყარდა 0.0158 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1394 ლარი (გაუფასურდა 0.0046 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8475 ლარი (გამყარდა 0.0022 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.3030 ლარი (გაუფასურდა 0.0012 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.6979 ლარი (გამყარდა 0.0741 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7919 ლარი (გაუფასურდა 0.0016 ლარით).

ნოემბრის ბოლოდან დაწყებული ლარის გაუფასურება, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში დასტაბილურდა და გამყარების ნიშნები გამოიკვეთა. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

17 დეკემბერი – 2.7138;
18 დეკემბერი – 2.7287;
19 დეკემბერი – 2.7209;
20 დეკემბერი – 2.7123.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე უმნიშვნელოდ გაუფასურდა, 0.0075 ლარით და შესაბამისად, 21 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.7198 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 29-31 მარტის პერიოდისთვის

28 მარტს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“უტიფართ და მით უფრო “ოცნების” მიერ “დადებულ” პრეზიდენტს (2018-ში) არ სჩვევიათ ბოდიშის მოხდა!” –...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის მწვავე შეფასებები...

“ბოლო სერიაში კობახიძე-მდინარაძე “აღმოაჩენენ”, რომ “დიფ სთეითი” ბიძინა ყოფილა და პროკურორს ეტყვიან – შიგნიდან...

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის პოლიტ-ირონიული ვარაუდი: "ბოლო სერიაში კობახიძე-მდინარაძე “აღმოაჩენენ”, რომ...

“ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში,...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე ემზარ კვიციანის...

“ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი!” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...