ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე მხრიდან პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ პოზიციას კონკრეტულ კანონთან დააკავშირებით მოლაპარაკების დაწყების თაობაზე, შესაბამისი განმარტებებით ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია:
“მინდა, ყველამ იცოდეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ბერსესთან საუბარში არც ერთხელ არ უხსენებიათ რუსული კანონი ან მისი გაუქმება. ვისაუბრეთ წამებაზე და უფლებების მასიურ დარღვრვებზე და ჩვენი მოთხოვნები უცვლელად გავაჟღერეთ:
1. თავისუფლება პოლიტპატიმრებს;
2. ახალი არჩევნები საქართველოს!
არანაირ რუსულ კანონებზე მოლაპარაკებას არ ვაპირებთ!
არალეგიტიმური და მოძალადე რეჟიმი უნდა დასრულდეს!” – აცხადებს ბაია პატარაია.