spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმადლობის ტაში ექიმებს: სოლიდარობის აქცია, რომელსაც ათასობით მოქალაქე...

მადლობის ტაში ექიმებს: სოლიდარობის აქცია, რომელსაც ათასობით მოქალაქე შეუერთდა

ქართველი ერი გუშინ კიდევ ერთხელ გაერთიანდა, ამჯერად სრულიად საქართველომ სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლ მედ-პერსონალს და საღამოს 9 სააათიდან უამრავი ადამიანის მქუხარე ტაშის ხმა ისმოდა სხვადასხვა ქალაქებში. ათასობით ადამიანის მადლობის ტაში და ქართველების მხარდაჭერა ექიმებს კიდევ უფრო დიდ მოტივაციასა და მხნეობას მისცემს.

სამადლობელო ტაშის ხმა ისმოდა ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც, მათ შორის ახალგორში მცხოვრები თამარა მეარაყიშვილიც შეუერთდა სოციალურ აქციას.

მეც ვუერთდები აქციას მადლიერების ტაშით, რითიც გამოვხატავ მადლიერებას ექიმების მიმართ,რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვიან დაუღალავად,“ – განაცხადა თამარა მეარაყიშვილმა.

ექიმებს მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მან აღნიშნა, რომ წინ რთული გამოწვევები ელოდებათ და ამ გამოწვევების წინაშე მედიკოსების იმედად რჩებიან.

მადლობას გიხდით იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ჩადიხართ. რა თქმა უნდა, თქვენი პერსონალური დამსახურებაა, რომ შედარებით ნორმალურად მივდივართ. მესმის, წინ რთული გამოწვევები გველოდება და აქაც თქვენი იმედი გვაქვს. რაც ჩვენზეა დამოკიდებული, მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს.

კარგად ვიცით პრობლემებიც, შენობიდან დაწყებული, სხვა მიმდინარე თემებიც, რომლებსაც სწრაფად მოვაგვარებთ. ახლა მთავარი ამოცანაა ამ ვირუსის დაძლევა და მაინტერესებს, როგორია თქვენი პროფესიული მოსაზრება, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისე გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას, რომ მინიმალური ზიანი მიიღოს მოქალაქის ჯანმრთელობამაც, ეკონომიკამაც და საერთოდ ქვეყანამაც.

ის, რაც ახლა ევროპაში ხდება, ჩვენ საკმაოდ სუსტი ეკონომიკის ქვეყანა ვართ და გაგვიჭირდება მსგავსი შედეგებით ამ გამოწვევიდან გამოსვლა. ამიტომ მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამ ზიანის მინიმიზირებისთვის. ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დახმარებით.

ამიტომ, ბატონო თენგიზ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ და თქვენს მთელ გუნდს. დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენი მაღალი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე ამ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხებთ. მინდა, მთავრობის თითოეული წევრის და მთლიანად, გუნდის სახელით, დიდი მადლობა გადაგიხადოთ,“ – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს და კლინიკის ექიმებს.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“წარმატებას ვუსურვებ ცოტნე ივანიშვილის კარგ წამოწყებას და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება და მხარდაჭერას გამოხატავს...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...