პარასკევი, მარტი 14, 2025
23.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაერთაშორისო ურთიერთობები"შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს ვახტანგ გომელაურსა და მირზა...

“შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს ვახტანგ გომელაურსა და მირზა კეზევაძეს” – მეთიუ მილერის განცხადება პრესისთვის

სანქციების დაწესება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც ჩართული იყვნენ საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებში.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადება პრესისთვის.
2024 წლის 19 დეკემბერი.

გლობალური მაგნიტსკის სანქციების პროგრამის ფარგლებში, შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მირზა კეზევაძეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია მედიის, ოპოზიციისა და საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ განხორციელებულ სასტიკ და ძალადობრივ დარბევებზე, მათ შორის, 2024 წლის განმავლობაში გამართული დემონსტრაციების დროს.

სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ზომებსაც იღებს, რათა სავიზო შეზღუდვები დაუწესოს სხვა ქართველ პირებსა და მათ ოჯახებს, მათ შორის სამართალდამცველებსა და უსაფრთხოების სამსახურების ოფიციალურ პირებს, რომლებიც ჩართული იყვნენ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობაში; ასევე, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ თავიანთ ძალაუფლებას ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის, ზეწოლისა და მუქარის გარეშე ხმის მიცემის უფლების შესაზღუდად.

დღევანდელი ქმედებით გრძელდება წინა კვირას გამოცხადებული სავიზო შეზღუდვები, ფართოვდება აშშ-ის მიერ ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სექტემბერში დაწესებული სანქციები, რომელიც თანხვედრაშია დღეს დიდი ბრიტანეთის მიერ და ბოლო დღეებში ევროპული ქვეყნების მიერ მიღებულ ზომებთან.

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ქართველი მაღალჩინოსნების მიერ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებათა აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ განგრძობით, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მტკიცედ ვართ განწყობილი, დავაკისროთ პასუხისმგებლობა იმ პირებს, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში და ძირს უთხრიან ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ქმედებები განხორციელდა აღმასრულებელი ბრძანება 13818-ის შესაბამისად, რომელიც ეფუძნება და ახორციელებს გლობალური მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულებათა აქტს და მიმართულია ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების ჩამდენ პირებზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ სახაზინო დეპარტამენტის პრესრელიზი. სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო შეზღუდვების დაწესების ზომები მიღებულია 2024 წლის მაისში გამოცხადებული პოლიტიკის საფუძველზე, საიმიგრაციო და ეროვნულობის აქტის 212(a)(3)(C) მუხლის შესაბამისად“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქართველი ხალხის სამართლიანი პროტესტის ხმა მსოფლიოს კარგად ესმის” – გიორგი ვაშაძე

დიდი ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...