ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიფინანსთა სამინისტრომ საქართველოში მოქმედ ბიზნესს მასიურად დაადო ინკასო...

ფინანსთა სამინისტრომ საქართველოში მოქმედ ბიზნესს მასიურად დაადო ინკასო – გიორგი ვაშაძე

ბიზნესისთვის ინკასოების დადების თემაზე გაამახვილა ყურადღება დღევანდელ ბრიფინგზე „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ. გიორგი ვაშაძეს, ფინანსთა სამინისტროს ასეთი ქმედება, კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია და მოუწოდებს დამოკიდებულების შეცვლისკენ:

ერთ-ერთი პირველი ვიყავი პოლიტიკოსებს შორის, ვინც მართლაც მონატორიუმი გამოვაცხადეთ კრიტიკასთან დაკავშირებით და შევთავაზეთ ხელისუფლებას ყოველმხრივ მხარდაჭერა იმ მძიმე ვითარებაში რაშიც საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო არის.

დღეს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოში მოქმედ ბიზნესს მასიურად დაადო ინკასო. 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როცა უნდოდათ ინკასო გადაწიეს და არ დაადეს ბიზნესს. თქვენ ხომ გესმით რა ვითარებაშია დღეს ქართული ბიზნესი? ხელფასებს ვერ გასცემს, უზარმაზარი პრობლემების წინაშეა არიან და ახლა ფინანსთა სამინისტრომ მათ დაადო ინკასო.

რაც ნიშნავს იმას, რომ ამ უმძიმეს ვითარებაში კიდევ უფრო ყელში წაუჭირონ ქართულ ბიზნესს. ეს არის სარესტორნო ბიზნესი, ეს არის სხვადასხვა ტიპის ბიზნესები, ასობით ადამიანი გვირეკავს და გვიკავშირდება ამ საკითხზე.

ხელფასები უნდა გაეცათ და ხელფასებს ვერ გასცემენ, იმიტომ რომ მათი ანგარიშები გაყინულია. ფინანსთა სამინისტროს უნდა ჰქონდეს კონკრეტული სამოქმედო სამუშაო გეგმა როგორ მუშაობს ამ მიმართულებით,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“100-150 მომიტინგე სრულიად უკანონოდ კეტავს მოძრაობას ხან აქ ხან იქ, და კანონი დუმს” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს ცალკეულ საპროტესტო აქტივობებთან...

“როცა სამშობლოდ რუსეთი მიგაჩნია, ცხადია, ყველას, ვისაც რუსეთი არ უნდა, უსამშობლოს დაუძახებ” – ვახო...

ჟურნალის ვახო სანაიას მძიმე მინიშნება: "როცა სამშობლოდ რუსეთი მიგაჩნია, ცხადია,...

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

“ერთხელაც დავწერ ერთობაზე, რადგან ყველა ამაზე ალაპარაკდა” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, დეტალურად აღწერს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

“ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!” – თათია აფრიამაშვილი, ლიკა ლორთქიფანიძე

"ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე 19...