ორშაბათი, ივლისი 28, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შეიძლება ვიღაცა ნაწყენია ჩვენზე, მაგრამ ყველა დარწმუნდებით, რომ...

“შეიძლება ვიღაცა ნაწყენია ჩვენზე, მაგრამ ყველა დარწმუნდებით, რომ საქართველოს მთავრობის პრაგმატული პოლიტიკა გამომდინარეობს ქვეყნის ინტერესებიდან” – კახა კალაძე

საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ გაუკეთებია განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ, ურთიერთობები დასავლეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გავაჯანსაღოთ, არსებული ურთიერთობები გადაიტვირთოს, რადგან ის არავისთვისაა მისასალმებელი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მალე ყველა დარწმუნდება, რომ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, პირველ ყოვლისა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს.

შეიძლება ვიღაცა ნაწყენია ჩვენზე, მაგრამ ყველა დარწმუნდებით, რომ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, პირველ რიგში, გამომდინარეობს ქვეყნის ინტერესებიდან. ჩვენთვის უპირველესი, მთავარი და მნიშვნელოვანი, ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების დაცვაა.

ყველა ხედავთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში, ბევრი რამ შეიცვლება, გადალაგდება, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვექნება მშვიდობა, სიმშვიდე და საქართველო გააგრძელებს განვითარებას, წინსვლას. ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ პროცესები დაჩქარდეს. თუ რაიმე წარმატება გვაქვს მიღწეული ამ გზაზე, ეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურებაა. ზუსტად ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა ყოველგვარი წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ შანტაჟი, მუდმივი მუქარა, შეურაცხყოფების მიყენება, მეორე ფრონტისა და სანქციებზე მიერთების მოთხოვნა – ეს ის თემებია, რაც პირდაპირ დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის, რიგითი მოქალაქეებისთვის და ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, არავის მიეცემა საშუალება, საქართველო გამოყენებული იყოს სხვა რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად.

არ გავაკეთებთ ისეთ რამეს, რაც თავიდანვე ვიცით, რომ დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ შეიძლება ამით სხვა ქვეყნებმა ისარგებლონ და გამოიყენონ სათავისოდ. არავის გვინდა მივცეთ საშუალება, რომ საქართველო გამოყენებული იყოს სხვა რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. ჩვენ მხოლოდ მეგობრობა და პარტნიორობა გვინდა, გვინდა ურთიერთობების გაღრმავება.

რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო ის ურთიერთობები, რომელიც ახლა არის დასავლეთთან, აშშ-სთან. საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ გაუკეთებია განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მზად ვართ, ეს ურთიერთობები გავაჯანსაღოთ, არსებული ურთიერთობები გადაიტვირთოს, რადგან ის არავისთვისაა მისასალმებელი. მზად ვართ ჯანსაღი ურთიერთობებისთვის, მთავარია, ეს იყოს ორმხრივი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გათხოვილ კაცებზე “ღადაობით” უნდა გაგვაუქმებინონ ოჯახური ღირებულებების კანონი?” – მამუკა მდინარაძე

ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი მიცემულ კონკრეტულ რეკომენდაციებსა და ვიზალიბერალიზაციასთან...

“წარმოიდგინეთ, ამით რას გვეუბნება: რუსეთი ნამდვილი მტერი კი არ არის, არამედ შექმნილი მტრის ხატიაო”...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ირაკლი კობახიძის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას  კონკრეტული...

“როგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი თბილისის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატურაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად წამოუყენა ულტიმატუმი ივანიშვილის მაფიას…” – მიხეილ სააკაშვილი

ევროკავშირის სანქციების და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების თემას პოლიტიკური შეფასებებით...

“ეგ კაცი წერილებს მაშინ აქვეყნებს და აქვეყნებინებს, როცა ძალიან ცუდადაა” – ვახო სანაია ბიძინა...

ჟურნალისტ ვახო სანაიას კონკრეტული ვარაუდები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე,...