spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველა პროცესი, რასაც ქვეყანაში ვხედავთ, არის გარედან მართული,...

“ყველა პროცესი, რასაც ქვეყანაში ვხედავთ, არის გარედან მართული, შიდა წვრილფეხა რადიკალების მონაწილეობით” – კახა კალაძე

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები თავს აფარებენ თბილ ოფისებს და ახალგაზრდებს აპირისპირებენ პოლიციელებს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოციზიის ლიდერები და მდიდარი არასამთავრობო ორანიზაციების წარმომადგენლები ოფისებში თბილად მოკალათებულები მართავენ აქციებს და ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს ისინი არაფერ შუაში არიან.

ეს არ არის პირველი შემთხვევა. გავიხსენოთ წინა აქციები. იქაც ხდებოდა ანალოგიურად. ეს ადამიანები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები თავს აფარებენ თბილ ოფისებს, სადაც შეყუჟულები არიან, მიირთმევენ ყავას, ჩაის, ცხელ შოკოლადს და როგორც მაშინ, ახლაც ბავშვებს, ახალგაზრდებს აპირისპირებენ პოლიციელებს.

დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი პროტესი გამოხატოს მშვიდობიანი ფორმით, არავინ ამაში ხელს არ უშლის, არავინ იზღუდება, თუმცა ჩვენ ვნახეთ აგრესიული ჯგუფები, რომლებიც გადადიოდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, პოლიციელებს ესროდნენ ქვებს, მძიმე საგნებს, „მოლოტოვის კოქტეილებს“, რაც კატეგორიულად მიუღებელია. რადიკალური დაჯგუფებების ლიდერები კი ამ დროს თბილად ისხდნენ ოფისებში. ესეც მათი ხელწერაა.

როგორც იცით, ოპოზიციის რეიტინგი არის ნულს ქვემოთ. ყველანაირად განულებულები არიან, არანაირი ავტორიტეტი საზოგადოებაში არ გააჩნიათ. შესაბამისად, მცდელობა აქვთ, საზოგადოებას მოაჩვენონ, თითქოს ისინი არაფერ შუაში არიან და ეს ვითომ ახალგაზრდების აქციაა.

ეს რადიკალური დაჯგუფებები არიან მათი ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, გაზულუქებული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებიან; ექსტრემისტული ორგანიზაციები, რომლებიც გარედან ფინანსდებიან. ყველა პროცესი რასაც ქვეყანაში ვხედავთ, არის გარედან მართული, შიდა წვრილფეხა რადიკალების ჩართულობითა და მონაწილეობით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა, ეკა კუპატაძე ვიდეომიმართვით მხარდაჭერას სთხოვს ბიძინა ივანიშვილის...

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

“დიახ, ამ “აკაცუკების” მიღებაზე მიწვევა იყო საელჩოს ჟესტი, თუ გნებავთ ფარული დემარში და “აკაცუკებისადმი”...

აშშ-ს საელჩოში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე ცალკეული პირების მიწვევას, გარკვეული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...