ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

დადგენილი და დაკავებულია ხმოვანი შეტყობინების გამგზავნი! – ელისო კილაძე

ჩატებში გარკვეული სახის შეტყობინებების გამგზავნის დაკავების თაობაზე წერს სოციალურ ქსელში “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე. მისი განმარტებით, კონკრეტულმა პიროვნებამ დაზაფრა ხალხი და პანიკას ქმნიდა:

გუშინ დაზაფრა ხალხი ვიღაც საბოტაჟნიკმა – ჩატში აგზავნიდა ხმოვან შეტყობინებებს, მეტი დამაჯერებლობისთვის პრემიერთან შეხვედრის დეტალებს ყვებოდა!

ასახელებდა ციფრებს, ქმნიდა პანიკას!

მეც დავდე საჯაროდ!

მეორე საათია ჭავჭავაძის 15 ნომერში სპეცოპერაცია მიმდინარეობს!

დადგენილია და დაკავებულია გამგზავნი!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული