ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა"საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ნდობის დაკარგვის პარალელურად პირდაპირ უცხოურ...

“საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ნდობის დაკარგვის პარალელურად პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსაც კარგავს” – ალექსი ნონიაძე

იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკამ ბალანსი, ხოლო ლარის კურსმა სტაბილურობა შეინარჩუნოს მნიშვნელოვანია ქვეყანაში უცხოური ვალუტის უწყვეტი შემოდინება ხორციელდებოდეს. ქართულ საფინანსო ბაზარზე აშშ დოლარის მიწოდების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს.

საქსტატის 2024 წლის პირველი სამი კვარტალის მონაცემებით საქართველოში 966.3 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია არის შემოსული, რაც 2023 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 640.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო 2022 წელთან შედარებით 950.4 მლნ. აშშ დოლარით ნაკლებია.

Fitch-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის გაუარესება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების დინამიკა მიგვანიშნებს იმაზე, რომ საერთაშორისო ბიზნესს ქართული ეკონომიკის მიმართ მოლოდინები მთელი წლის განმავლობაში ნეგატიური ჰქონდა, რაც ძირითადად პოლიტიკური ფაქტორებით იყო განპირობებული.

პოლიტიკური კრიზისი, მეგობარი ქვეყნების მხრიდან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არ აღიარება, ევროინტეგრაციის კურსის ცვლილება, პოლიციელების მხრიდან მშვიდობიან მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობა, პარტნიორი სახელმწიფოების მიერ მაღალი თანამდებობის პირებისთვის პერსონალური სანქციების დაწესება, ეს არის ის ძირითადი გარემოებები რამაც პოტენციური ინვესტორის თვალში საქართველოს ნდობას უკარგავს, ხოლო მრავალმილიონიან საინვესტიციო პროექტებს აჩერებს და გაურკვეველი დროით აფერხებს.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ტრენდი გაგრძელდება მანამ სანამ პოლიტიკური დაძაბულობა არ განიმუხტება და ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს არ დაუბრუნდება.

პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გამოსავალი ჩვენს ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა!

 

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
მლნ. აშშ დოლარი          
წელი სულ I კვ. II კვ. III კვ. IVკვ.  
2022 2,253.4 579.8 392.6 944.2 336.6  
2023 1,902.2 645.0 520.8 440.9 295.5  
2024* 966.3 194.3 574.3 197.7    

წყარო: საქსტატი

ავტორი
ალექსი ნონიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ცესკო-მ ოფიციალურად აღიარა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ფარული ხმის მიცემის უფლება დაირღვა”...

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების...

“ივანიშვილის პირადმა პრეზიდენტმა შორიახლოდან გაუღიმა ტრამპს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში, ირონიული მინიშნებით,...

“ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან შანტაჟის მიუხედავად, საქართველოს ინტერესები არ დაითმობა” – კახა კალაძე

„ევროპელი ბიუროკრატები დამარცხდნენ არჩევნებში, ქართველმა ხალხმა მათ უთხრა არა....

ნანუკა ჟორჟოლიანი: “ჩვენი ბრძოლა არ გაჩერდება!”

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...