ორშაბათი, ივლისი 28, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყაველაშვილი არის არა ბიძინას არჩევანი, არამედ ის რუსის...

“ყაველაშვილი არის არა ბიძინას არჩევანი, არამედ ის რუსის კანდიდატურაა, რათა დააკნინოს ქართული სახელმწიფო” – ბეჟან ჯავახია

ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში ეხმაურება ე.წ. ხმოსნების მიერ პრეზიდენტად მიხეილ ყაველკაშვილის არჩევას და მას რუსეთის კანდიდატურად მიიჩნევს:

ყაველაშვილი არის არა ბიძინას არჩევანი, არამედ ის რუსის კანდიდატურაა, რათა დააკნინოს ქართული სახელმწიფო, ქართველთა თვითშეფასების უნარები.

ბიძინამ და მისმა ბანდამ (ახლა რა სიმღერას არ უნდა მღეროდნენ) 2012 წლის პირველი ოქტომბრიდანვე დაიწყეს, რუსების დავალებით ქართული სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების სახელის შებღალვა და განადგურება…

დღეს ყველა, ვინც ხმას აძლევს ყაველაშვილს, ის ხმას აძლევს რუსი ოკუპანტი პუტინის პოლიტიკას…

ჩვენ დღეს ვიბრძვით დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, ქართული სახელმწიფოს დასაცავად, მის გამოსახსნელად რუსული გავლენისგან, ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად. ამ ბრძოლაში ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა დასავლეთის დემოკრატიული ძალები…

არასოდეს, ჩვენი ისტორიის გადამწყვეტ პერიოდში, ასე ახლოს არ ვყოფილვართ ევროპასთან და არასოდეს არ ისმოდა ასე მტკიცედ და თანმიმდევრულად ევროპისა და ამერიკის ხმა ქართული სახელმწიფოს მხარდასაჭერად!!!

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ამ წმინდა ბრძოლაში.
დიდება ქართულ სახელმწიფოს!
დიდება ღირსეულ ქართველ ერს!“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბეჟან ჯავახია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ის კაცი რატომ არის ბრძენი და ქვეყნის გადამრჩენი, დროგამოშვებით ქურდ და აგენტ პრემიერებს რომ...

ლელა ჯეჯელავა კონკრეტული ფაქტებით - შეფასებები, მინიშნებები, განმარტებები (არა)რიტორიკული...

“მე ასეთი რეალობისთვის ხმა არ მიმიცია და არც ნდობა გამომიცხადებია!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში...

“მხოლოდ სრული სიმართლის პირობებში გავიმარჯვებთ და ჩვენ ვართ ცამდე მართალი!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება მის წინააღმდეგ გამოთქმულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“ეგ კაცი წერილებს მაშინ აქვეყნებს და აქვეყნებინებს, როცა ძალიან ცუდადაა” – ვახო სანაია ბიძინა...

ჟურნალისტ ვახო სანაიას კონკრეტული ვარაუდები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე,...

“ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად წამოუყენა ულტიმატუმი ივანიშვილის მაფიას…” – მიხეილ სააკაშვილი

ევროკავშირის სანქციების და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების თემას პოლიტიკური შეფასებებით...