ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებინიკა გილაური: "ერთიანი ბიზნესის ძალა არის ძალიან ძლიერი!"

ნიკა გილაური: “ერთიანი ბიზნესის ძალა არის ძალიან ძლიერი!”

საქართველოს მთავრობის ყოფილი მეთაური, ნიკა გილაური თავისუფალი ბიზნესის განცხადება-მოწოდებას ეხმაურება:

მოხარული ვარ რომ ამდენი მხარდამჭერი კომპანია შეუერთდა ბიზნესების განცხადებას.
https://freebusiness.ge/

ჩემი ორი კომპანია, შპს რეფორმატიკსი და შპს აკვაენერჯი, სადაც წარმოვადგენ მმართველ პარტნიორს, შეუერთდა აღნიშნულ ინიციატივას, გვჯერა რა, რომ ვითარების დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლება.

მოვუწოდებ ყველა საქართველოში მოღვაწე კომპანიას, ვისთვისაც არა მარტო დასავლური ღირებულებები, ინვესტიციები ან საქმიანი ურთიერთობები არის მნიშვნელოვანი, არამედ მათთვისაც ვისთვისაც საქართველოს სწორი, სწრაფი და ეფექტური ეკონომიკური და სოციალური განვითარება არის მნიშვნელოვანი, შემოურთდეს ბიზნესების დანცხადებას.

კიდევ ერთხელ: ერთიანი ბიზნესის ძალა არის ძალიან ძლიერი!“, – აცხადებს ნიკა გილაური.

ინფორმაციისთვის: “არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას“, – ნათქვამია თავისუფალი ბიზნესის განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიუღებელია ზიზღის კამპანია, სიყვარულს ერთმანეთისადმი არავინ ითხოვს, მაგრამ პატივისცემა აუცილებელია” – კახა კალაძე

"განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ერთმანეთის შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ",...

“ახლა არის დრო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის ღიად აღდგენის” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ნუ წვალობთ, მაინც ვერ შემაშინებთ! ბრძოლა რუსულ რეჟიმთან იქნება ბოლომდე! ✊🇬🇪” – მამუკა ხაზარაძე...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე, საგამოძიებო კომისიაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...