spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სალომე ზურაბიშვილი ქართველ ხალხს, ჩვენს სამშობლოს არ ეკუთვნოდა"...

“სალომე ზურაბიშვილი ქართველ ხალხს, ჩვენს სამშობლოს არ ეკუთვნოდა” – კახა კალაძე

არ იფიქროთ, რომ რასაც ზურაბიშვილი ამბობს, ეს მის თავში მოხარშული განცხადებებია. ეს არის გარედან წამოსული დავალება, რა უნდა თქვას, როგორ იმოქმედოს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის კონკრეტული ქმედებები და განცხადებები წინააღმდეგობაში მოდიოდა ქვეყნის ინტერესებთან, აშკარად იკვეთებოდა, რომ ეს ადამიანი ქართველ ხალხს, ჩვენს სამშობლოს არ ეკუთვნოდა. იმართებოდა გარე ძალებისგან. არის ამ ქვეყნის და ქართველი სახელმწიფოებრიობის მტერი. საბედნიეროდ, მას დარჩა ორი პარასკევი.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ის არის ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი, მსგავსი საუბრებით პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს იმ მილიონ 120 000 ადამიანს, ვინც ქვეყანაში მშვიდობას მხარი დაუჭირა.

თუმცა, არ იფიქროთ, რომ ეს მის თავში მოხარშული განცხადებებია. პირიქით, ეს არის გარედან წამოსული დავალება, რა უნდა თქვას, როგორ იმოქმედოს. არ იფიქროთ, რომ ის, რასაც ეს რადიკალური დაჯგუფება აკეთებს, მათი დალაგებული იყოს. ყველაფერი მოდის გარედან, როგორც ეტყვიან და დაავალებენ, ისე უნდა იმოქმედონ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ასევე, მან უპასუხა მედიის შეკითხვას დიალოგის შესახებ, რაზეც როგორც სალომე ზურაბიშვილი, ასევე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც საუბრობს და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან დიალოგისთვის მზაობა არსებობს.

ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგებზე ძალიან ვრცლად ისაუბრა. ჩვენ კარი არავისთვის დაგვიხურავს, აბსოლუტურად ღია ვართ სასაუბროდ. არიან გულწრფელი ადამიანები, ახალგაზრდებთან, რომელთაც აქვთ განსხვავებული შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე, აბსოლუტურად ღია ვართ ყველასთან. ვისაც როგორ ფორმატში უნდა, გაკეთდეს შეხვედრები, გაიმართოს მსჯელობა, დაისვას შეკითხვები და ამ შეკითხვებს გაეცეს პასუხი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როგორც კი დაიწყო პრემიერად წოდებული ივანიშვილის წარმომადგენლის გამოსვლა ღონისძიება დავტოვე” – შალვა ნათელაშვილი

აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაბაზე სტუმრად...

“მე იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა, ეკა კუპატაძე ვიდეომიმართვით მხარდაჭერას სთხოვს ბიძინა ივანიშვილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ფაქტი ისაა, რომ რუსმა მოკლა ქართველი სამხედრო პირი. დანარჩენი გასარკვევია” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, თბილისში მომხდარ ტრაგიკულ...