spot_img
მთავარიაქტუალური თემებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეკომენდაციების შესრულებაზე 1200 ბიზნესოპერატორი უკვე...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეკომენდაციების შესრულებაზე 1200 ბიზნესოპერატორი უკვე გადაამოწმა

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით ამოქმედებული ახალი რეგულაციის აღსრულებაზე ზედამხედველობა აქტიურად მიმდინარეობს.

რეგულაცია საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის (მათ შორის, რესტორნების, კაფეების, ბარების, სასადილოების, სარიტუალო დარბაზებისთვის და სხვა) გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს.

ბრძანების ამოქმედებიდან, სააგენტოს ინსპექტორებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით 1200-ზე მეტი ბიზნესოპერატორი უკვე გადაამოწმეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, უმრავლესობა ითვალისწინებს სპეციალური ბრძანებით განსაზღვრულ რეკომენდაციებს და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისთვის სურსათის ეროვნული სააგენტო მათ მადლობას უხდის.

მნიშვნელოვანია საზოგადოებამ – ბიზნესსექტორმა და მომხმარებელმა, გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რომლებიც სურსათის მიწოდებისას გარკვეული პირობების დაცვას მოითხოვს. სააგენტოს რესურსი სრულად არის მობილიზებული და მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება ზედამხედველობა, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს კორონავირუსის გავრცელების შესაძლო რისკი და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, – განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

ბრძანება საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის შესახებ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის №2-107 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გუშინ გამოიცა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...