spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"5 წლის უკან ლუკა სირაძის ამბავზე ხელში აღებული...

“5 წლის უკან ლუკა სირაძის ამბავზე ხელში აღებული აგურები არ უნდა დაგვეყარა ძირს, იქნებ დღეს აქამდე არ მოვსულიყავით” – მაკო გომური

მე, რომელმაც გახარიას მინისტრობის დროს თვალი დავკარგე, ახლა აქციებზე მასთან ერთად მიწევს დგომა… რატომ არ შეუძლია რიგით ადამიანს პრინციპების დათმოს?!” – მაკა გომურის ამ კონკრეტულ პოზიციას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, რასაც იგი ემოციური შეფასებებით და განმარტებებით ეხმაურება:

არ ვიცი, მაინც გაუგებარი რატომ დარჩა ბევრისთვის, ამიტომ განვმარტავ:

აქ პატიება/არპატიებაში არაა საქმე. ყოველთვის, დღესაც და ხვალაც მენდომება სამართლიან პირობებში გასამართლდეს და დაისაჯოს კანონის ფარგლებში ყველა ის ადამიანი, ვისაც წვლილი მიუძღვის ყველა მომხდარში – იყო ეს 17 წლის წინ, 5 წლის წინ თუ ხდება ეს დღეს.

თუმცა დღეს ეს ჩემი საკუთარი ბრძოლა არაა, რომ ჩემს პრინციპებს, ჩემს სურვილებს ვიყო აყოლილი. ამ აქციებს ან ყველაფერს უკვე რასაც ვაკეთებთ და გავაკეთებთ რეპრესირებული, ნაცემი, დაჭერილი ადამიანების სახელი ჰქვია.

იმ 18-20 წლის ბიჭების სახელი ჰქვია ციხის გისოსებს მიღმა 9-10 წელი რომ გვრჩება, მედიის ნაცემი თანამშრომლების სახელი ჰქვია, ჩემი სახე-დამტვრეული მეგობრების სახელი ჰქვია, რეპრესირებული ადამიანების შეშინებული შვილების სახელები ჰქვია და არ ვიცი, კიდევ რა ჩამოთვლის. მე და ნათია ლეთოდიანს სულ არ გვეხალისება იმ ადგილას ყოფნა, სადაც გახარია და მისი გუნდიც დგას, მაგრამ საჭიროა ახლა, იმ ბავშვების გამო მაინც, ვისი ერთადერთი იმედი ჩვენ ვართ ახლა.

ასევე მედიებს: ალაპარაკეთ ადამიანები, ვისაც სხვა ხედვები და გეგმები აქვთ, სხვა იდეები ამ ბრძოლაში. ნუ გაქვთ ჩაკეტილი ეთერები, მხოლოდ კონკერტული ხედვების ადამიანებს ნუ ასაუბრებთ.

5 წლის უკან ლუკა სირაძის ამბავზე ხელში აღებული აგურები არ უნდა დაგვეყარა ძირს, იქნებ დღეს აქამდე არ მოვსულიყავით“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მაკო გომური.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა ეკა კუპატაძე მადლობას უხდის ეკატერინა ივანიშვილს გამოხმაურებისა...

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...