spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 14-16 დეკემბრის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 14-16 დეკემბრის პერიოდისთვის

13 დეკემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 14 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში.

ნოემბრის ბოლოს ლარის სერიოზულ გაუფასურებას დეკემბრის დასწყისში გამყარება მოჰყვა უმრავლეს უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, თუმცა ბოლო კვირაში სახეზე იყო ეროვნული ვალუტის გაუფასურება. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

10 დეკემბერი – 2.7938;
11 დეკემბერი – 2.7944;
12 დეკემბერი – 2.8323;
13 დეკემბერი – 2.8512.

რამდენიმე დღიანი გაუფასურების შემდეგ, ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0064 ლარით და 1 აშშ დოლარი 14 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში 2.8448 ლარი ეღირება.

ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

10 დეკემბერი – 2.9564;
11 დეკემბერი – 2.9425;
12 დეკემბერი – 2.9742;
13 დეკემბერი – 2.9946.

ევროსთან მიმართებაშიც, ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე საკმაოდ გამყარდა, 0.0104 ლარით და 14 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9842 ლარი.

ფაქტიურად ანალოგიური სიტუაცია იყო სხვა ვალუტებთან მიმართებაში და ამასთან აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი გამყარდა პრაქტიკულად შემთხვევაში, რიგ ვალუტასთან მიმართებაში, საგრძნობლადაც კი. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 14 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5961 ლარი (გამყარდა 0.0398 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0814 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6836 (გამყარდა 0.0006 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6730 ლარი (გამყარდა 0.0038 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.2341 ლარი (გამყარდა 0.0070 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1832 ლარი (გამყარდა 0.0356 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.9102 ლარი (გამყარდა 0.0138 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.3548 ლარი (გამყარდა 0.0048 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.9112 ლარი (გამყარდა 0.0615 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8543 ლარი (გამყარდა 0.0173 ლარით).

ნოემბრის ბოლოდან დაწყებული ლარის გაუფასურება, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ბოლო კვირაში დასტაბილურდა და გამყარების ნიშნები გამოიკვეთა. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

10 დეკემბერი – 2.8091;
11 დეკემბერი – 2.7759;
12 დეკემბერი – 2.7300;
13 დეკემბერი – 2.7465.

როგორც აღინიშნა, ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0161 ლარით და შესაბამისად, 14 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.7304 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 აპრილის პერიოდისთვის

24 აპრილს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“აი თქვენ კი გაგაპეტუხათ ეშმაკმა მართლა რა! გაგონილა საკუთარი მომხრეების ნერვებზე ასე თამაში?” –...

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ერთგვარ ანალიზს აკეთებს და პროპაგანდის...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...