spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თამარ ჩერგოლეიშვილი უკვე მერამდენედ ამბობს, რომ მიშა ციხეში...

“თამარ ჩერგოლეიშვილი უკვე მერამდენედ ამბობს, რომ მიშა ციხეში მოწამლული არ იყო და ის სიმულანტობდა!” – ელისო კილაძე

“ქრონიკა პლიუსის” მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე შეფასებას აძლევს პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით:

მიხეილ სააკაშვილის უშიშროების საბჭოს შეფის ცოლი და იმ ხელისუფლების ერთ ერთი იდეოლოგი თამარ ჩერგოლეიშვილი უკვე მერამდენედ ამბობს, რომ მიშა ციხეში მოწამლული არ იყო და ის სიმულანტობდა!

მერამდენე დღეა ველოდები რომ მას მიშას რომელიმე თანამებრძოლი საჯაროდ უპასუხებს!
ამაოდ!

პატიმარ კაცთან ბრძოლა უმადური საქმეა, ხელისუფლებაში როცა იყო მეც სისხლს ვუშრობდი (თავად თქვა პროცესზე), თან ჩერგოლეიშვილი უსინდისოდ იტყუება:

მიშას მოწამვლის ფაქტი ავტორიტეტულმა ამერიკელმა ექსპერტებმა დაადასტურეს (თმის და ფრჩხილის ნიმუშები ყველა წესის დაცვით აიღეს ექიმებმა).

ამ ფაქტზე რუსი ოპოზიციონერებიც საუბრობდნენ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიფინგებზე მიშას ფოტოებს აფრიალებდა, მოწამვლის ფაქტს ქართველი ექიმებიც ვერ უარყოფდნენ, ბოლო ბოლო პროცესზე სამი სხვადასხვა სამედიცინო ისტორია აღმოვაჩინეთ!

უარყოფდნენ მხოლოდ რუსები, ობერ ქოცები და თამარ ჩერგოლეიშვილი!

ზოგადად, პოლიტიკა უმადური საქმეა, მაგრამ იქაც არსებობს წითელი ხაზები, მით უფრო მაშინ, როცა წინა ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსანმა ციხე მოიხადა, შენი ქმრის გარდა, სხვების გარიგებაზე არ უნდა ლაპარაკობდე! (ეთერში ვკითხე და სიმღერა დაიწყო).

P.S. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, ხმებს არჩევნებზე და რეიტინგს აქციაზე 🙏“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გია ხუხაშვილი: “ვუსურვებ წარმატებებს ახლად დაფუძნებულ პარტია “ჯერ საქართველო”-ს

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის მიერ პარტია "ჯერ...

“ფაქტი ისაა, რომ რუსმა მოკლა ქართველი სამხედრო პირი. დანარჩენი გასარკვევია” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, თბილისში მომხდარ ტრაგიკულ...

“როგორც კი დაიწყო პრემიერად წოდებული ივანიშვილის წარმომადგენლის გამოსვლა ღონისძიება დავტოვე” – შალვა ნათელაშვილი

აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაბაზე სტუმრად...

“მნიშვნელოვანი ცვლილებები დაინიცირდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ამერიკული დელეგაციის მიერ საქართველოზე” – გიორგი ბურჯანაძე

4 იბლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, საქართველოსთან დაკავშირებით დაინიცირებულ რეზოლუციაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...