შაბათი, აპრილი 20, 2024

“ეპიდემიოლოგები დაავადებათა ეროვნული ცენტრიდან სისტემატურ ინსტრუქტაჟს ვიღებთ”- ია კოხრეიძე

პანდემიად გამოცხადებული ახალი კორონავირუსის გამო მთავრობის შესაბამისი დადგენილების მიხედვით ქვეყანაში არსებული ყველა საჯარო და კერძო დაწესებულება მუშაობის დისტანციურ ან საგანგებო რეჟიმზეა გადასული. საინფორმაციო სააგენტო „პარალელი“ დაინტერესდა, თუ რა ხდება დახურული ტიპის დაწესებულებებში, სადაც მსგავსი ღინისძიებების გატარება მათი სპეციფიკიდან გამომდინარე შეუძლებელია. ჩვენ ქვეყნის ყველაზე დიდი ფსიქიატრიული კლინიკის „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ეპიდემიოლოგს დავუკავშირდით.

როგორც ია კოხრეიძემ ჩვენთან საუბარში განცხადა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში კარანტინია. ნებაყოფლობით და არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე მყოფ ბენეფიციარებთან და მსჯავრდებულებთან ყოველდღიური ვიზიტები დროებით აკრძალულია. თუმცა, ამანათების შეგზავნა და სატელეფონო კომუნიკაცია ამ დრომდე შეუზღუდავია.

კოხრეიძის თქმით, ცენტრის ეპიდემიოლოგები დაავადებათა ეროვნული ცენტრიდან სისტემატურ ინსტრუქტაჟს იღებენ, რის საფუძველზეც თანმშრომლებასაც ატრენინგებენ. ახლად მიღებული ბენეფიციარებისთვის კი განცალკევებული სივრცეები აქვთ გამოყოფილი,სადაც ღრმა ეპიდემიური ანალიზის ჩატარება ხდება.

ჩვენმა ცენტრმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად ყველა საჭირო ღონისძიება გაატარა.

აიკრძალა ყოველდღიური ვიზიტები, როგორ ნებაყოფლობით ასევე არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე მყოფ ბენეფიციარებსა და მსჯავრდებულებთან. თუმცა, ამანათების შეგზავნა და სატელეფონო კავშირი ამ დრომდე შეუზღუდავია, რათა პაციენტებს და მათ ოჯახის წევრებს დისკომფორტი არ შეექმნათ.

ცენტრის შესაბამის სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული, გამშვები პუნქტიდან დაწყებული ყველა იმ დახურული სივრცის ყოველდღიური დეზინფექცია ხდება, სადაც თანამშრომლებსა და პაციენტებს გადაადგილება უწევთ.

ახლად მიღებული ბენეფიციარებისთვის განცალკევებული სივრცეები გამოიყო, სადაც ღრმა ეპიდემიური ანალიზის ჩატარება და პაციენტის შემხებლობის გამორიცხვა ხდხბა ისეთ პირებთან, რომლებიც უცხოეთში იმყოფებოდნენ, ან სხვა რისკის მქონე ჯგუფებთან რაიმე ტიპის შეხება ჰქონდათ.

ცენტრის ეპიდემიოლოგები დაავადებათა ეროვნული ცენტრიდან სისტემატურ ინსტრუქტაჟს ვიღებთ, რის საფუძველზეც ჩვენს თანამშრომლებასაც ვატრენინგებთ.

ადმინისტარაციამ დისტანციური თერმომეტრები და სხვა ყველა საჭირო ინვენტარი შეიძინა. ცენტრის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებით, ასევე მოხდა 3 და 8 მარტს დაგეგმილი შიდა ღონისძიების გაუქმება. დაწესებულების მთელს ტერიტორიაზე მოხდა ხელის დასამუშავებელი ხსნარების მოწყობა,“- განაცხადა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგმა, ია კოხრეიძემ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა „კოვიდ-19“-ის სახელით ცნობილი ახალი კორონავირუსი მსოფლიო პანდემიად გამოაცხადა.

კორონავირუსი მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა, მათ შორის საქართველოშიც. 16 მარტის მონაცემებით საქართველოში სულ დადასტურებულია 33 შემთხვევა. ყველაზე რთული ვითარება ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში, იაპონიასა და ირანშია. დღეის მონაცემებით მსოფლიოში ახალი კრონავირუსით 174 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 6685 გარდაცვლილი, ხოლო 78 ათასი გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები ვაქცინაზე მუშაობენ და შეერთებულ შტატებში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს ცდიან.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული