spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს კატასტროფული კადრები, რაც ვნახეთ, ასახავს ...

“ეს კატასტროფული კადრები, რაც ვნახეთ, ასახავს ღრმა სახელისუფლებო კრიზისს და ავტორიტარიზმის დამკვიდრების მცდელობას” – გიგი წერეთელი

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, გიგი წერეთელი ტვ “პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს მწვავე პოლიტიკურ შეფასებას აძლევს:

ეს კატასტროფული კადრები, რაც ვნახეთ, ასახავს ღრმა სახელისუფლებო კრიზისს და ავტორიტარიზმის დამკვიდრების მცდელობას.

ჟურნალისტებზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე, პროტესტის მონაწილეებზე თავდასხმები, სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხით ძალადობრივი ჯგუფების მიერ, პოლიციის თვალწინ, საზოგადოების დაშინების გარდა, სამოქალაქო დაპირისპირებას უკიდურესად აღრმავებს.

ეს სრულად მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა და ვერავის გადააბრალებენ. მხოლოდ ძალით და კომპრომისის გარეშე, საკუთარ ხალხთან, მით უმეტეს, ახალგაზრდობის დიდ ნაწილთან ბრძოლა არ გამოვა.

ამგვარი სცენარი, მხოლოდ რუსეთის ინტერესშია და ჩვენს ქვეყანას სრულ საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს. ამიტომაა ახალი არჩევნების დანიშვნა ვითარების ნორმალიზების გზა და ესაა მთავარი მოთხოვნაც.
მანამდე, ყველა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პროტესტის მონაწილის გათავისუფლება და რეპრესიების შეწყვეტა!

მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული, კობა ხაბაზი გუშინ და მანამდე გურამ როგავა, ზვიად მაისაშვილი, მარიამ გაფრიდაშვილი, სხვებიც, ფატალურ შედეგს საბედნიეროდ გადაურჩნენ, მაგრამ აგრესიის და ძალმომრეობის არსებული გარემო, დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს. ასე ქვეყნის მართვა ვერ გაგრძელდება, საქართველოში ავტოკრატია და რუსული სცენარი ვერ გაიმარჯვებს!” – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა, ეკა კუპატაძე ვიდეომიმართვით მხარდაჭერას სთხოვს ბიძინა ივანიშვილის...

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...