6 დეკემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 7 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში.
ნოემბრის ბოლოს ლარის სერიოზულ გაუფასურებას დეკემბრის დასწყისში გამყარება მოჰყვა უმრავლეს უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
3 დეკემბერი – 2.8478;
4 დეკემბერი – 2.8746;
5 დეკემბერი – 2.8408;
6 დეკემბერი – 2.8274.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე განსაკუთრებთ საგრძნობლად გამყარდა, 0.0521 ლარით და 1 აშშ დოლარი 7 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში 2.7753 ლარი ეღირება.
ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
3 დეკემბერი – 2.9967;
4 დეკემბერი – 3.0252;
5 დეკემბერი – 2.9894;
6 დეკემბერი – 2.9767.
ეროვნული ვალუტა, ევროსთან მიმართებაში, ბოლო ვაჭრობაზე განსაკუთრებით საგრძნობლად გამყარდა, 0.0402 ლარით და 7 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9365 ლარი.
ფაქტიურად ანალოგიური სიტუაცია იყო სხვა ვალუტებთან მიმართებაში და ამასთან აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი გამყარდა აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში, რიგ ვალუტასთან მიმართებაში, საგრძნობლადაც კი. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 7 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5418 ლარი (გამყარდა 0.0547 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0798 ლარი (გამყარდა 0.0016 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6696 (გამყარდა 0.0100 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6321 ლარი (გამყარდა 0.0307 ლარით);
1000 სომხური დრამი – 6.9123 ლარი (გამყარდა 0.1298 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1595 ლარი (გამყარდა 0.0382 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8199 ლარი (გამყარდა 0.0724 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2768 ლარი (გამყარდა 0.0600 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.7150 ლარი (გამყარდა 0.1276 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8422 ლარი (გამყარდა 0.0398 ლარით).
ნოემბრის ბოლოდან დაწყებული ლარის გაუფასურება, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ბოლო კვირაშიც გაგრძელდა. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
3 დეკემბერი – 2.6780;
4 დეკემბერი – 2.7011;
5 დეკემბერი – 2.7102;
6 დეკემბერი – 2.7527.
როგორც აღინიშნა, ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა , 0.0308 ლარით და შესაბამისად, 7 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.7835 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი