კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არავის უხარია საპროტესტო აქციების დაშლა - ეს იყო...

“არავის უხარია საპროტესტო აქციების დაშლა – ეს იყო აუცილებელი ღონისძიება სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად” – კახა კალაძე

არავის უხარია საპროტესტო აქციების დაშლა, ეს იყო აუცილებელი ღონისძიება იმ სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად, რაც შეიძლება თითოეული ჩვენგანისთვის დამდგარიყო“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ძალადობის აღკვეთა და კანონის აღსრულება სახელმწიფოს ვალდებულებაა.

სახელმწიფოს ამოცანა დღეს საკუთარი მოქალაქეების დაცვა, ქვეყანაში წესრიგის უზრუნველყოფა, არეულობის აღკვეთაა. არავის უხარია საპროტესტო აქციების დაშლა, ეს იყო აუცილებელი ღონისძიება იმ სავალალო და მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად, რაც შეიძლება დამდგარიყო ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის. კანონის უზენაესობა – ეს არის ის მთავარი ქვაკუთხედი, რაზეც დგას ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო, მათ შორის საქართველო და სწორედ ამიტომ არის დღეს ჩვენი სახელმწიფო ძლიერი თავისი ინსტიტუტებით. ძალადობის აღკვეთა და კანონის აღსრულება, ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აქვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს უსაფრთხოების დაცვისა და მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა.

მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისთვის, მოთმინებისთვის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლის გაძლებისთვის. აქვე, მადლობას ვუხდი ყველა სახელმწიფო უწყების, მათ შორის თბილისის მერიის თანამშრომლებს, მათზე განხორციელებული წარმოუდგენელი ზეწოლისა და ბულინგის მიუხედავად, დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის. 

მადლობა თქვენ, ჩვენს მხარდამჭერებს, მილიონ 120 ათას ადამიანს, რომლებმაც გვანდეთ ამ ქვეყნის ბედი, გვანდეთ თქვენი ოჯახების მომავალი. გპირდებით, ამ ნდობას თვალისჩინივით გავუფრთხილდებით. პირობას გაძლევთ რომ ქვეყანაში აუცილებლად გვექნება მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ღირსებით ვივლით ევროინტეგრაციის გზაზე. ყველამ კარგად უნდა დავიმახსოვროთ და შევეგუოთ ერთ რამეს – საქართველო უპირველეს ყოვლისა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცი რომ წაშავდება მერე რას აპირებთ?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოების კონკრეტულ ნაწილს,...

“რა უჯიშო სახეობაა ეს ქოცი, მართლა! ორი საათია ვერ არკვევენ, მშვიდობიანობის დროს ვისი ბრძანებით...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...