კვირა, ივლისი 6, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ქვეყანაში დაწყებულია პოლიტიკური რეპრესიების ენითაღუწერელი ტალღა, რომელსაც დღეს...

“ქვეყანაში დაწყებულია პოლიტიკური რეპრესიების ენითაღუწერელი ტალღა, რომელსაც დღეს ასრულებენ უკანონოდ” – ლევან სანიკიძე

ქვეყანაში დაწყებულია პოლიტიკური რეპრესიების ენითაღუწერელი ტალღა, რომელსაც დღეს ასრულებენ უკანონოდ. ჩვენ თუ არ გავიმარჯვებთ, ყველას სათითაოდ მოგვადგებიან“, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ 4 დეკემბერს ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში შეჭრის პერიოდში:

ლევან სანიკიძის განცხადებით – „ქვეყანაში დაწყებულია პოლიტიკური რეპრესიების ენითაღუწერელი ტალღა, რომელსაც დღეს ასრულებენ უკანონოდ. სამართლებრივად რომ განვმარტო – პირველ რიგში სასამართლო განჩინება უნდა წარედგინათ უფლებამოსილი პირისთვის, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ამ შენობის მესაკუთრე, ან იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელსაც ოფიციალურად გაფორმებული აქვს ქირავნობის ხელშეკრულება.

როდესაც პარტიის თავმჯდომარე აქ მოვიდა, მას უარი უთხრეს შესაბამისი განჩინების ჩვენებაზე, თუ რის საფუძველზე ხდება ჩხრეკა და არსებობს თუ არა იდეაში ასეთი განჩინება, რადგან არ ვართ დარწმუნებულები, რომ აქვთ.

შიგნით არიან ჩვენი მეგობრები, რომლებსაც აშკარად აქვთ ტელეფონები ჩამორთმეული, რადგან ჩხრეკამდე ყველა იყო კონტაქტზე, ახლა არცერთი მათგანი არ არის კონტაქტზე, არ იმყოფება იურისტი შიგნით და არ აძლევენ ადამიანებს საშუალებას მინიმუმ ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით თუ ჩვენი რამდენი თანამებრძოლია შიგნით.

აქედან გამომდინარე, ამატებენ და ამატებენ საპოლიციო რესურსებს, სამართლებრივადაც ყველა ფორმა არის უგულებელყოფილი, ელემენტარული დემოკრატიული სტანდარტი რაც არის, რასაც ავტორიტარულ სახელმწიფოებშიც იცავენ, რომ ამ დროს მაინც დაიცვან წესი, აშკარად ეს არის ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები, ჯერ რაც მოხდა ბესიკის ქუჩაზე, მერე რაც მოხდა „გირჩი-დროას“ ოფისში. ერთი რამე მინდა ვთქვა, ჩვენ თუ არ გავიმარჯვებთ, ყველას მოგვადგებიან, ყველას სათითაოდ მოგვადგებიან“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სხვისი შვილების უსამართლო პატიმრობით, განაჩენი საკუთარი შვილებისთვის გამოაქვს…” – გია ხუხაშვილი

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

“ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!” – პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...