ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ახალგაზრდების ნებაზე ძალადობით მთავრობა იღებს ძალიან მძიმე პასუხისმგებლობას...

“ახალგაზრდების ნებაზე ძალადობით მთავრობა იღებს ძალიან მძიმე პასუხისმგებლობას მოვლენების შემდგომ განვითარებაზე” – გიორგი კვირიკაშვილი

საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის პოლიტიკურ შეფასებებს ეხმაურება ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი:

მთავრობის გუშინდელი განცხადებებიდან ჩანს, რომ სიჯიუტემ აჯობა საღ აზრს – ხელისუფლება ჩაჭიდებულია იდეაფიქსს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი ივსება ძირითადად სახელმწიფო გადატრიალების მომხრეებით, რომელთაც ან არასწორად ესმით, ან არ უნდათ, რომ გაიგონონ მათი ნათქვამი.

სიმართლე კი იმდენად ცხადია, საჭიროა უბრალოდ თვალი გაუსწორო და დაინახო, რომ ქუჩაში გამოსულთა უმრავლესობა არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ერთადერთი მიზანი აქვთ – სახელმწიფომ გაიგონოს მათი ხმა.

ხელისუფლების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების გარეშე ამ.მუხტის თვითდინებით ჩაცხრობა აღარ მოხდება, რადგან პროტესტი გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა.

ახალგაზრდების ნებაზე ძალადობით მთავრობა იღებს ძალიან მძიმე პასუხისმგებლობას მოვლენების შემდგომ განვითარებაზე“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გიორგი კვირიკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გახარიას დაჭერა თუ უნდა ბიძინას, ფორმალურად ამას უპრობლემოდ გააკეთებს” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას დაჭერის...

პაატა მანჯგალაძე: “გიორგი ვაშაძის პროცესი, ეს არ არის სასამართლო, ეს არის ფარსი”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესებს ეხმაურება პარტიის...

“რაც მალე გავაცნობიერებთ ახალ რეალობას, მით ეფექტურად შევძლებთ რეალური ბრძოლის გამართვას რეჟიმთან” – გიგი...

ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან და ბიძინა ივანიშვილის კონკრეტულ გეგმებთან დაკავშირებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...