ორშაბათი, ივნისი 30, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლება"როგორც კი მოადუნებთ ყურადღებას საზოგადოება "პირველი არხის" მიმართ,...

“როგორც კი მოადუნებთ ყურადღებას საზოგადოება “პირველი არხის” მიმართ, ეს არხი ყოველთვის იყო, არის და სამწუხაროდ, იქნება ყოველთვის ხელისუფლების ინტერესი” – ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი

,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა პირდაპირი ეთერის მოთხოვნით. გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” ეთერი დაუთმო საპროტესტო აქციების მონაწილე საზოგადოებისათვის ცნობად სახეებს, სადაც, სავარაუდოდ, დაუგეგმავად სიტყვით გამოვიდა ,,პირველი არხის” მოქმედი წამყვანი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი:

,,არაჩვეულებრივი ეთერია, თუმცა იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა ვერ პასუხობს იმ საზოგადოებას და მოთხოვნას, რომელიც არის საზოგადოებაში.

ეს ეთერი დღეს რომ ყოფილიყო ჩვენი ორგანიზებული, ეს იქნებოდა ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა პასუხობს საზოგადოების მოთხოვნას.

თუმცა, მადლობა იმ საზოგადოებას, რომელმაც მიაქცია ყურადღება საზოგადოებრივ მაუწყებელს, მოითხოვა ეს ეთერი და ეს ეთერი შედგა.

ის თუ რატომ არ პასუხობს დღეს ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა იმ მოთხოვნას, რომელიც საზოგადოებაში არის, ამის ახსნაც ბევრია.

საზოგადოებამ დაუშვა ის, რომ პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, მას შემდეგ, რაც ჯანმრთელბის მდგომარეობის გამო არგუმენტით დატოვა თანამდებობა, შემდეგ საქართველოს პარლამენტმა სრულიად ლეგიტიმურად და კანონის დაცვით აირჩია ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ – ეს ადამიანი არის ვასილ მაღლაფერიძე.

ის, თუ აქამდე ფართოდ რატომ არ ისმოდა საზოგადოების ხმა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მათ შორის, არის საზოგადოების ბრალი, რომელიც ამ მაუწყებელს ყურადღებას არ აქცევს. როგორც კი მოადუნებთ ყურადღებას საზოგადოება ,,პირველი არხის” მიმართ, ეს არხი ყოველთვის იყო, არის და სამწუხაროდ, იქნება ყოველთვის ხელისუფლების ინტერესი. ასე თუ ისე, ძალით თუ არაძალით, ყოველთვის ეს ხელისუფლება და ძალაუფლება მოახერხებს საკუთარი ინტერესის გატარებას თქვენს არხზე, ,,საზოგადოებრივ არხზე”. ეს არის და ეს, რისი თქმაც მინდოდა, – განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...

“ახლა ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღონ პარტიების ლიდერების მეორე ეშელონმა” – რომან გოცირიძე

ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავების ფაქტს კონკრეტული შეთავაზებებით ეხმაურება პარლამენტის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“ბრძოლა “ქართულ ოცნებასა” და ქართულ საზოგადოებას შორის გადასულია მორალურ ჭრილში” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია ქვეყანაში შექმნილ...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“სად არის გარანტია, რომ დღესაც ისინი “დიფ სთეითის” კარნახით არ მოქმედებენ” – გიორგი გახარია...

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარტიის პარტიის ვიდეო-პლატფორმაზე საუბრობს...