სამშაბათი, ივლისი 1, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"ტელეკომპანია "მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ დევნის...

“ტელეკომპანია “მედია მონიტორინგის” ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ დევნის ფაქტზე ორი პირია მხილებული” – სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, ტელეკომპანია ,,მედია მონიტორინგის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე მხილებული იქნა 2 პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 23 ივლისს, ტელეკომპანიის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც გორი-თბილისის მარშრუტზე მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსებში არსებულ პრობლემებს შეეხებოდა. აღნიშნულ სიუჟეტთან დაკავშირებით კი 25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ ორმა მოქალაქემ გამოხატა აგრესია და მათზე ფიზიკურად იძალადა. მიყენებული დაზიანებების გამო, ოპერატორი გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულების მომართვის შემდეგ, დაუყოვნებლივ ჩაატარა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, გამოიკითხნენ ფაქტის შემსწრე პირები, მოპოვებული იქნა ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, ჩატარდა ამოცნობა და დაინიშნა ექსპერტიზა.

დანაშაულში მხილებულ პირებს ე.გ.-ს და თ.ლ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა.

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აი, სად არის აღშფოთებულ-შეშფოთებულ ევროთვალთმაქცების ძაღლის თავი დამარხული…” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანი ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...