კვირა, ივლისი 13, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არ ჩაუტოვოთ სააკაშვილი რუსებს ციხეში! ნუ დაუშვებთ ამ...

“არ ჩაუტოვოთ სააკაშვილი რუსებს ციხეში! ნუ დაუშვებთ ამ უპატიებელ შეცდომას” – გიგი უგულავა სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, მიმართავს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და მოუწოდებს საქართველოს მესამე პრსზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ:

,,ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს:

გეთანხმებით, რომ ქართული ოცნება რუსულ კოშმარად იქცა;

ვთანხმდებით რომ ესენი რუსები არიან;

მაშინ მაპატიეთ და მიხეილ სააკაშვილს რუსებს უტოვებთ ციხეში?!

ცინიკური, უსუსური და არაადამიანურია არგუმენტი, რომ “სააკაშვილს მაინც არ გამოუშვებენ“.

თქვენ! თქვენი ისტორიული მისია გაქვთ და ის ვერ იქნება კავშირში იმასთან, თუ რას მოიმოქმედებს ივანიშვილი. თქვენ ხშირად იმეორებთ ფრაზას – მე იმისთვის არ დავბრუნებულვარ საქართველოში რომ…!

თქვენ ისტორიის პრიზმაში უყურებთ საკუთარ მისიას და ამავე დროს რუსებს უტოვებთ სააკაშვილს ციხეში?!

არ აქვს მნიშვნელობა ვის უყვარს ან სძულს სააკაშვილი, არ აქვს მნიშვნელობა თქვენ რას ფიქრობთ მასზე. არც იმას აქვს მნიშვნელობა რა გააკეთა, ვერ გააკეთა, გააფუჭა თუ დააშავა სააკაშვილმა – მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ერთ რამეს
– თქვენ ვინც ერთიანობისკენ მოგვიწოდებთ;
– თქვენ, ვისაც ევროპისკენ ურთულეს გზაზე უნდა გაყვეს ხალხი, რომ რუსების კლანჭებს დავაღწიოთ თავი.

პუტინთან დაპირისპირებულ ადამიანს რუსებს უტოვებთ ციხეში?!

მაპატიეთ, მაგრამ ვერ ვიჯერებ, რომ ამის ახსნა მიწევს. ვფიქრობ, რომ ეს ცხადზე ცხადია – არ ჩაუტოვოთ სააკაშვილი რუსებს ციხეში! ნუ დაუშვებთ ამ უპატიებელ შეცდომას. თქვენ საქართველოში ნამდვილად არ ჩამოსულხართ ამისთვის🙏”, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მინდა ისე გაიარონ ურთულესი გზა, რომ მათთან ერთად საქართველოს გვეზეიმოს!” – ნუკა არველაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის...

კახა კალაძე ენჯეოებზე: “ისინი ჩართულები იყვნენ რევოლუციურ სცენარში და მცდელობები ჰქონდათ, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო...

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოში არსებული რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...