კვირა, ივნისი 1, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ პარლამენტს არ აღიარებს არავინ, არც ქვეყნის შიგნით...

“ამ პარლამენტს არ აღიარებს არავინ, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, ეს არის თვითმარქვია პარლამენტი და თვითმარქვია ხელისუფლება” – სოფო ჯაფარიძე

მოვიტანეთ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ხელმოწერით, სადაც ჩვენ ვითხოვთ სიის ჩახსნას, ვინაიდან ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს. ამ პარლამენტს არ აქვს ლეგიტიმაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ,“ – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ 26 ნოემბერს პოლიტიკური გაერთიანების საპარლამენტი სიის ჩახსნაზე პარტიის განცხადება მიიტანა ცესკო-ში, პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ხელმოწერით:

სოფო ჯაფარიძის განცხადებით – „მოვიტანეთ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ სახელით განცხადება თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ხელმოწერით, კანონით დადგენილი წესით, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციას სთხოვს, რომ ჩაიხსნას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სია, ვინაიდან ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს და ველოდებით მათი მხრიდან დაკმაყოფილებას ჩევნი განცხადების.

სამი დღის ვადაში ველოდებით, რომ რუსულ სპეცოპერაციაში ერთ-ერთ მთავარ მონაწილეს, გიორგი კალანდარიშვილმა დააკმაყოფილოს ჩვენი განცხადება კანონით დადგენილი წესით, რომელიც აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს და შემდგომ ყველა ნაბიჯს და ყველა კანონით დადგენილ წესს გამოვიყენებთ, რომ ამ პარლამენტს არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია.

ამ პარლამენტს არ აღიარებს არავინ, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, ეს არის თვითმარქვია პარლამენტი და თვითმარქვია ხელისუფლება,“- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი” – გიორგი ბაჩიაშვილი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სკანდალური მიმართვა გააკეთა...

“ბოლო სერიაში კობახიძე ტიტლიკანა დარბის ქუჩაში და ბუტბუტებს დიფსთეითი, დიფსთეითი, დიფსთეითი…” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, ირონიული მინიშნებით, თავის...

“რასაც ანაკლიის ირგვლივ სჩადიან, დანაშაულია” – რომან გოცირიძე

ანაკლიასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით თავის პოზიცია-შეფასებებს აფიქსირებს პარლამენტის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახლა რომ შენს გამო ახალგაზრდა ქალს ციხეში უშვებენ, რანაირად უნდა იცხოვრო ადამიანმა” – თაკო...

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“ბოლო სერიაში კობახიძე ტიტლიკანა დარბის ქუჩაში და ბუტბუტებს დიფსთეითი, დიფსთეითი, დიფსთეითი…” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, ირონიული მინიშნებით, თავის...

“კი მოიკითხავდა კაცი მურისიძეს პირისპირ – ჩახედავდი თვალებში. იმ ჩახოხბილივით თვალებში😀” – გიგი უგულავა

ჯარიმებთან დაკავშირებით თავის შეფასებებს და ირონიულ მინიშნებას აკეთებს "ერთიანობა...