ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკითხვები და პასუხები: "კანონიერია თუ არა პარლამენტის 150...

კითხვები და პასუხები: “კანონიერია თუ არა პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილების ცნობა?” – ვახტანგ ხმალაძე

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტთან და მის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, კითხვა-პასუხის რეჟიმში, კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:

კონსტიტუციური ამოცანა:

ფაქტი 1: 16 ნოემბერს ცესკომ დაადგინა არჩევნების შედეგები და გამოაცხადა პარლამენტის წევრად არჩეული 150 პირის სია.
ფაქტი 2: ცესკოს ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა საკონსტიტუციო სასამართლოში საარჩევნო კოდექსისა და ცესკოს დადგენილებების ზოგიერთი ნორმის ნორმატიული შინაარსისა და მათ საფუძველზე ჩატარებული პარლამენტის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობისა და, შესაბამისად, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ფაქტი 3: პრეზიდენტმა არ დანიშნა პირველი სხდომა. პარლამენტმა პირველი სხდომა გამართა 25 ნოემბერს.
ფაქტი 4: პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტს უფლება არა აქვს განიხილოს იმ პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხი, რომლის არჩევის კანონიერებაც გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.
ფაქტი 5: პირველ სხდომაზე მისულმა, არჩეულად გამოცხადებულმა 88 პირმა ცნო პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება.

კითხვები და პასუხები:
1. კანონიერია თუ არა პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილების ცნობა? პასუხი: არა!
2. არის თუ არა ეს 150 პირი პარლამენტის წევრი? პასუხი: არა, ისინი მხოლოდ არჩეულად გამოცხადებული პირები არიან, რომელთა არჩევის კანონიერებაც გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში!
3. კონსტიტუციურია თუ არა ამ პარლამენტის ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღო პარლამენტმა ან რომლებსაც მიიღებს პარლამენტი თავის წევრთა უფლებამოსილების კანონიერად ცნობამდე? პასუხი: არა!
4. ამ სამი კითხვა-პასუხის გათვალისწინებით, შეუძლიათ თუ არა ახლა პარტიებს, „ჩახსნან“ პარტიული სიები, ხოლო არჩეულად გამოცხადებულ 61 წევრს – წარადგინონ გადადგომის განცხადებები? პასუხი: ჩემი აზრით, არა, ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილებით ისინი ირიბად აღიარებენ უფლებამოსილების ცნობის კანონიერებას!

კონსტიტუციონალისტებო, რას იტყვით?

P.S. არაფერს ვამბობ სამართლებრივ, და არა პოლიტიკურ, ლეგიტიმიზაციაზე, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დასაშვებად არ ცნო ან არ დააკმაყოფილა სარჩელები“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახტანგ ხმალაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები” – ანა წითლიძე

საპროტესტო აქციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას...

“ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ პირველ წერილში,...

ანა წითლიძე: “ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან”

“ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან, ამიტომ რუსულ კომისიაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...