ორშაბათი, ივნისი 2, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიინტერვიუ"მიხეილ სააკაშვილი არის არა მხოლოდ საქართველოში არამედ მთელ...

“მიხეილ სააკაშვილი არის არა მხოლოდ საქართველოში არამედ მთელ რეგიონში თავისუფლების დიდი ტალღის ლიდერი” – ირაკლი ფავლენიშვილი

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის’’ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი, სააგენტო ,,პარალელთან’’ ინტერვიუში საუბრობს ვარდების რევოლუციის მნიშვნელობასა და მიხეილ სააკაშვილის როლზე საქართველოს ისტორიაში:

  • ვარდების რევოლუციის 21 წლისთავზე რა პარალელს გაავლებდით 2003 წელსა და 2024 წელს შორის?

– პარალელი შეიძლება იყოს ის, რომ 2003 წელს, რაც მოვიპოვეთ ქუჩაში ბრძოლით, ეს იყო ძირითადად ორი რამ: ეს არის გარდაუვალი და ასე ვთქვათ შეუქცევადი პროცესი დასავლური ინტეგრაციის და მეორე ეს არის, რა თქმა უნდა, ინსტიტუციური, დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში, რაც განაპირობებს მათ შორის ეკონომიკურ თავისუფლებას, სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებებს, კორუფციისგან და კრიმინალისგან სახელმწიფო ინსტიტუტების გათავისუფლებას ანუ ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას.

ასე რომ ეს 2 მონაპოვარი, რაც ვარდების იყო, არის არა თუ საფრთხის ქვეშ არამედ ლიკვიდირებული არის დღევანდელი ხელისუფლების მიერ, მათ შორის, არჩევნების გზით. ასე რომ ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ეს მონაპოვარი უნდა დავიბრუნოთ.

  • ვარდების რეცოლუციის გათვალისწინებით, რა როლი აქვს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ისტორიაში?

– მიხეილ სააკაშვილი არის არა მხოლოდ საქართველოში არამედ მთელ რეგიონში თავისუფლების დიდი ტალღის ლიდერი. ეს ტალღა გულისხმობს რუსული გავლენისგან, კორუფციისგან და კრიმინალისგან მთელი საქართველოს კი არა მთელი რეგიონის გაწმენდას და შეუქცევად დასავლური ინტეგრაციის პროცესს.

ამიტომაც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, დანატოვარი იყო არა მხოლოდ ვარდების რევოლუცია, პირველში რეფორმები: მათ შორის საერთაშორისო პოლიტიკური ამბები, აღმოსავლური პარტნიორობა, რომელიც დაფუძნდა da ერთ-ერთი ინიციატორი იყო მიხეილ სააკაშვილი.

ასე რომ ძალიან ბევრი მიმართულებით მიხეილ სააკაშვილი იყო აი ამ თავისუფლების დიდი ტალღის არქიტექტორი და დღეს მისი ტყვეობა ნიშნავს იმას რომ ამ კონკრეტულ ქვეყანაში ეს პროცესი არის შეჩერებული.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აშშ უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი” – კახა კალაძე

„ურთიერთობების გადატვირთვა პრინციპულად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ის დამოკიდებულება, რაც...

“ქოცების ხელისუფლებიდან ნაცები ისე მიდი-მოდიან, სათვალავიც ამერია. ჩემი ახლობელი ისევ ქოცებთანაა, მე ისევ ვაპროტესტებ😊”...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა "ქართული ოცნების" ხელისუფლების საკადრო  პარადოქსებზე საუბრობს...

“სიბრიყვის ისეთ სპირალში არიან შეთრეული, ბოლოს გაწყდება სადღაც და გასტყორცნის კოსმოსში ივანიშვილს თავის ფუჩეჩიანად...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახლა რომ შენს გამო ახალგაზრდა ქალს ციხეში უშვებენ, რანაირად უნდა იცხოვრო ადამიანმა” – თაკო...

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“ბოლო სერიაში კობახიძე ტიტლიკანა დარბის ქუჩაში და ბუტბუტებს დიფსთეითი, დიფსთეითი, დიფსთეითი…” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, ირონიული მინიშნებით, თავის...

“კი მოიკითხავდა კაცი მურისიძეს პირისპირ – ჩახედავდი თვალებში. იმ ჩახოხბილივით თვალებში😀” – გიგი უგულავა

ჯარიმებთან დაკავშირებით თავის შეფასებებს და ირონიულ მინიშნებას აკეთებს "ერთიანობა...